x
image
ლანა92
ცხოველი, რომელსაც არა 32, არამედ 20 000-მდე კბილი აქვს

image


ზვიგენი ის არსებაა, რომელსაც პლანეტაზე ყველაზე მეტი კბილი აქვს. ზვიგენი უნიკალური ცხოველია იმით, რომ მას აქვს კბილების მთელი რიგები, თითოეულ რიგში კი 50, ან მეტი კბილი აქვს. ზვიგენის კბილის რიგები ერთმანეთზე მიჯრითაა განლაგებული, ორივე, ქვედა და ზედა ყბას შეიძლება, ჰქონდეს 15-მდე მწკრივი.

საქმე ისაა, რომ ზვიგენის კბილებს არ აქვს ფესვები, რის გამოც ადვილად ტყდება, იშლება. რაც ყველაზე საინტერესოა, ახალ კბილებს შეუძლიათ, წინ გადმონაცვლება და დაკარგული კბილების ჩანაცვლება დღის, ან რამდენიმე კვირის განმავლობაში. საერთო ჯამში, ზვიგენს მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება, ჰქონდეს 20 000-მდე კბილი. ზვიგენის კბილებს იარაღებისა (ჯოხები, ხანჯლები) და ხელსაწყოების დასამზადებლადაც კი იყენებდნენ. ზვიგენის კბილები საკმაოდ ძვირია, რამდენადაც მასზე დიდი მოთხოვნაა.

0
119
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0