სხვა აიფონ 11 თითქმის 2 თვე იდო ტბის ფსკერზე .. და გადარჩა, ისევ მუშაობდა 2021, 6 თებერვალი, 19:40
ოჯახი მონტანადან, აშშ-დან იტყობინება საოცარ ინფორმაციას აიფონ 11-ის წყალგამძლეობის შესახებ. კერძოდ, ლიზა და ჯეიკობი ქალიშვილთან, სოფისთან ერთად წავიდნენ ფლორიდაში, დისნეის სამყაროს სანახავად. ამით შვილს შეუსრულეს დიდი ხნის ოცნება. ოჯახმა იქ გაატარა 1 კვირა, თუმცა წამოსვლის წინა საღამოს სოფის მოუვიდა უსიამოვნო შემთხვევა: აიფონ 11, რომელიც მოგზაურობის წინა კვირას უყიდეს, ჩანთიდან ამოუვარდა და ჩაუვარდა ტბაში "შვიდი ზღვის ლაგუნა". გოგონას უკვე იმედი აღარ ჰქონდა, რომ თავის აიფონს უვნებლად დაიბრუნებდა, თუმცა მშობლებმა მაინც, ყოველი შემთხვევისათვის აცნობეს ეს ამბავი დისნეის სამყაროს თანამშრომლებს. მათ უპასუხეს, რომ ჰყავთ აკვალანგისტების ჯგუფი, რომელიც არც ისე იშვიათად ჩადის ტბის ფსკერზე დაკარგული ნივთების ამოსაღებად. სახლში დაბრუნებისთანავე მშობლებმა სოფის უყიდეს ახალი ტელეფონი, თუმცა გოგონა მაინც შეწუხებული იმის გამო, რომ ძველ ტელეფონში დარჩა მოგზაურობისას და უფრო ადრე გადაღებული ყველა სურათი.
რაოდენ დიდი იყო ოჯახის წევრების გაკვირვება, როცა თითქმის 2 თვის მერე დაუკავშირდათ დისნეის სამყაროს თანამშრომლები და აცნობეს სმარტფონის პოვნის შესახებ. უფრო გასაოცარი იყო ის, რომ იგი აღმოჩნდა მუშა მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ თხელი სილიკონის შალითა იცავდა. მართალია, აიფონ 11-ის ჩასადებ შალითაში, ქეისში ცოტა ქვიშა და ტალახი იყო ჩასული, მაგრამ სოფის ოჯახის მოგზაურობის ყველა ფოტოს ჩვეულებრივ ინახავდა. 45 შეფასება არ არის
|