სასარგებლო პროდუქტები პაი - ხრაშუნა კერძი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წუთს მოითხოვს 2021, 6 თებერვალი, 12:49 კარტოფილი პაი ხრაშუნა კერძია, რომლის მომზადებას წუთები სჭირდება. ამგვარად მომზადებული კარტოფილის სუფრაზე გამოტანა შეიძლება ნებისმიერ სოუსთან, ან სულაც ერთ ჭიქა ცივ ლუდთან.
საჭირო პროდუქტები: 250 გრამი; მცენარეული ზეთი - 150 მლ.; მარილი - 1/2 ჩაის კოვზი;
მომზადება: გაფცქვენით კარტოფილი. დახეხეთ იგი სახეხზე კორეულად სტაფილოსავით, ანუ წვრილ ზოლებად. დაყარეთ თუშფალანგზე (დურშლაგზე), საწურზე და გარეცხეთ ონკანის გამდინარე წყალში. კარგად გამოწურეთ ზედმეტი სითხისაგან. კარგად მოაყარეთ მარილი კარტოფილს და მოურიეთ. შეწვით კარტოფილი ნელ-ნელა გაცხელებულ მცენარეულ ზეთში. დადეთ სუფრაზე თქვენი კარტოფილი პაი სოუსთან, ან თუნდაც მის გარეშე. გემრიელად მიირთვით!
142 შეფასება არ არის
|