x
image
intermedia.ge
Mediator image
22 წლის ახალგაზრდას, რომელმაც დამწვრობისგან თითები, ტუჩები და ქუთუთოები დაკარგა, პირველად მსოფლიოში სახე და ხელები გადაუნერგეს
image


2018 წელს ამერიკის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ავტოავარია მოხდა. 22 წლის ჯო დიმეო ღამის ცვლის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა და საჭესთან ჩაეძინა. მანქანა ხეს შეეჯახა და ცეცხლი მოეკიდა.


ახალგაზრდა მამაკაცმა მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. მას სხეულის 80% ჰქონდა დამწვარი. ექიმებმა მას თითების ამპუტაცია ჩაუტარეს. მან ტუჩები და ქუთუთოებიც დაკარგა. საოპერაციო მაგიდაზე 23 საათი გაატარა და 140 ექიმი მეთვალყურეობდა.


ჯო დამწვრობის განყოფილებაში ოთხი თვის განმავლობაში იყო, აქიდან ორი თვე კომაში იყო. 20 პლასტიკური ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ ხელის მოტორიკა და სახის მიმიკები არ აღუდგა.



2019 წელს ის NYU Langone-ში, ნიუ-იორკის აკადემიურ სამედიცინო ცენტრში წაიყვანეს. ბიჭი იქ ერთი წლის განმავლობაში მკურნალობდა და პირველად ისტორიაში სახე და ხელები გადაუნერგეს.


"ასეთ საჩუქარს მხოლოდ ერთხელ გვაძლევს ცხოვრება. იმედი მაქვს, რომ ჩემი დონორის ოჯახის წევრები თავს უკეთესად იგრძნობენ, როცა გაიგებენ, რომ მათი საყვარელი ადამიანის ნაწილები ჩემთან ერთად აგრძელებენ ცხოვრებას. მე და ჩემი მშობლები მადლიერები ვართ, რომ მეორე შანსი მომცეს." - თქვა ჯომ ერთ-ერთ ინტერვიუში.


image


ოპერაციას პლასტიკური ქირურგი ედუარდ როდრიგესი ხელმძღვანელობდა. მან თქვა... განაგრძეთ კითხვა <<<



0
278
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0