იაპონია გასაოცარი ქვეყანაა, გასაოცარი ტრადიციებით და ხალხით, თუმცა მათი თავისებურებები შეიძლება ვერც კი გავიგოთ.
1. გოლფები და კაბების სიგრძე- ცნობილია, რომ იაპონელი სკოლის მოსწავლე გოგონები კოლგოტებს საერთოდ არ იცვამენ. სუსხიან და ცივ დღესაც დაინახავთ ქუჩაში სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც სკოლაში კაბებით, კოლგოტების გარეშე დადიან. ცნობისთვის, ქვედაბოლოს ზომაც გოგონას ასაკზეა დამოკიდებული: რაც უფრო უფროსია გოგონა, მით უფრო მოკლეა ქვედაბოლოც და დიახ, ეს ქვედაბოლოები იაპონიის სკოლების მნიშვნელოვანი ატრიბუტია.![9 ფაქტი იაპონელების შესახებ, რომლებიც
თქვენს სამყაროს თავდაყირა დააყენებს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202102/2021020515255989693.jpg)
2. პატრიარქატი- ისე გამოვიდა, რომ იაპონიის საზოგადოებაში მთავარი როლები სწორედ მამაკაცებს ეკუთვნით. სხვადასხვა დაწესებულებებში და ორგანიზაციებში პირველ რიგში მამაკაცებს ემსახურებიან და შემდეგ ქალებს. ასევე კაფეებში და რესტორნებში, მამაკაცებთან მიაქვთ ჯერ შეკვეთა და სასმელები, ხოლო შემდეგ უკვე ქალებთან.![9 ფაქტი იაპონელების შესახებ, რომლებიც
თქვენს სამყაროს თავდაყირა დააყენებს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202102/2021020515291789693.jpg)
3. ტექნოლოგიებისადმი დამოკიდებულება-იაპონელი ექიმები ნერვიულობენ რადგან ამ ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყანაში ელექტრონიკის როლმა გადააჭარბა ყველა დასაშვებ დონეს. ახალგაზრდები თავიანთ ტელეფონებზე დამოკიდებულები არიან. ისინი ქუჩაშიც ტელეფონებში თავჩარგულები დადიან. ეს პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ იაპონიაში სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრების ქსელიც კი შეიქმნა, რომლებიც ტექნოლოგიებზე ზედმეტად დამოკიდებულ ადამიანებს ეხმარებიან.![9 ფაქტი იაპონელების შესახებ, რომლებიც
თქვენს სამყაროს თავდაყირა დააყენებს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202102/2021020515333389693.jpg)
4. “ჩაის ფული"- იაპონიაში ნამდვილად მიუღებელია რესტორნებსა და კაფეებში ე. წ. “ჩაის ფულის" დატოვება, რადგან პერსონალი ამას შეურაცხყოფად აღიქვამს. საქმე იმაშია, რომ როდესაც კლიენტი ფულს იხდის, ისიც და მომსახურე პერსონალიც თანასწორები არიან, ხოლო ზედმეტად დატოვებული თანხა თითქოსდა დახმარებად ითვლება. ამიტომ, მომსახურე პერსონალისთვის შესაძლებელია შოკოლადის, ან რაიმე სუვენირის დატოვება, მაგრამ ფულის არავითარ შემთხვევაში.![9 ფაქტი იაპონელების შესახებ, რომლებიც
თქვენს სამყაროს თავდაყირა დააყენებს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202102/2021020515384689693.jpg)
5. ტრენდები- მოდური ტრენდები იაპონიაში ტაიფუნივითაა, ისინი ყველაფერს იპყრობენ და შემდეგ მალევე ცხრებიან. როდესაც ტრენტი პოპულარობის პიკშია, პროდუქტი ელვის სისწრაფით იყიდება, ტრენდი კი ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს, უჩვეულო საკვებიდან დაწყებული, იღლიის შეღებვით დამთავრებული. როგორც წესი, პოპულარობა 1 წელზე მეტ ხანს არ გრძელდება. ამის შემდეგ კი ამ პროდუქტს აღარავინ იხსენებს.![9 ფაქტი იაპონელების შესახებ, რომლებიც
თქვენს სამყაროს თავდაყირა დააყენებს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202102/2021020515414789693.jpg)
6. სქესობრივი მომწიფება- იაპონიაში სქესობრივად მომწიფების ასაკად 13 წელი ითვლება. ამ ასაკიდან, გოგონას ყველანაირი უფლება აქვს ინტიმური კავშირი დაამყაროს ვინმესთან.![9 ფაქტი იაპონელების შესახებ, რომლებიც
თქვენს სამყაროს თავდაყირა დააყენებს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202102/2021020515440189693.jpg)
7. ვუაიერიზმი- სამწუხაროდ იაპონიაში ეს ძალიან გავრცელებულია. საზოგადოებრივ ადგილებსა და ტრანსპორტში მამაკაცებისთვის გოგონებისთვის დაუკითხავად ხელის მოკიდება და თათუნი ჩვეულებრივი მოვლენაა და თითქოსა სპორტის სახეობაც კი. საჩივრების გამო იაპონიაში სპეციალური ვაგონებიც კი შექმნეს, რომლებიც მხოლოდ ქალებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა ქალებს ეს დიდად არც ეხმარებათ, ვუაიერეზმის მსხვერპლები ისინი შეიძლება შუა ქუჩაში ან სავაჭრო ცენტრშიც გახდნენ.![9 ფაქტი იაპონელების შესახებ, რომლებიც
თქვენს სამყაროს თავდაყირა დააყენებს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202102/2021020515483689693.jpg)
8. არხის წყლები- იაპონიის ქალაქების არხები იმდენად სუფთა და წმინდაა, რომ მათში თევზები დაცურავენ. უნდა ითქვას, რომ არხები ტურისტებსაც ძალიან იზიდავენ.![9 ფაქტი იაპონელების შესახებ, რომლებიც
თქვენს სამყაროს თავდაყირა დააყენებს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202102/2021020515501189693.jpg)
9. სისხლის ჯგუფი- თუკი ევროპაში ზოდიაქოს აქცევენ დიდ ყურადღებას ადამიანის ხასიათის შესაცნობად, იაპონიაში ამისთვის სისხლის ჯგუფი გამოიყენება. იაპონელებს სჯერათ, რომ სისხლის ჯგუფი განაგებს მათ ხასიათს და ბედსაც კი.![9 ფაქტი იაპონელების შესახებ, რომლებიც
თქვენს სამყაროს თავდაყირა დააყენებს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202102/2021020515515589693.jpg)