საზოგადოება ნახეთ სრულად, რა შეზღუდვები შემსუბუქდება 8 და 15 თებერვლიდან! 2021, 5 თებერვალი, 12:38 როგორც საკოორდინაციო საბჭოს წევრების 4 თებერვლის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, 8თებერვლიდან გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდება. ვიცე-პრემიერისა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 8თებერვლიდან მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა შაბათ-კვირისა. ასევე აღდგება ღია და დახურული ტიპის ბაზრობების მუშაობა., გარდა შაბათ - კვირისა. მაია ცქიტიშვილმა ასევე ისაუბრა 15 თებერვლიდან შესამსუბუქებელ შეზღუვებზე და აღნიშნა, რომ კვების ობიექტები შეძლებენ ღია სივრცეში მუშაობას, შაბათ- კვირის გარდა. უქმეებზე ისინი კვლავ გატანის სერვისით მოემსახურებიან კლიენტებს. ასევე, 15 თებერვლიდან აღდგება სკოლებში სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამასთან, სურვილისამებრ, შესაძლებელი იქნება ონლაინ- სწავლებაც. არ იხსნება კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში სწავლა უსაფრთხო იქნება, მასწავლებლებისათვის სავალდებულო იქნება რეგულარული ტესტირება კოვიდ ვირუსზე. რაც შეეხება კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის განახლებას, ამასთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება - განაცხადა ჟურნალისტებთან მინისტრმა. ამ ეტაპზე არ იგეგმება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა და ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა. 61 4-ს მოსწონს
|