x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვისაც შეუძლია და არ დამეხმარება, დიდ ცოდვაში ჩადგამს ფეხს" - ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს მაიკო კაჭკაჭიშვილი

image


კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ თაყვანისმცემლებს თხოვნით მიმართავს და მათ "საპატიო" მიზეზის გამო საშვის გაკეთებაში დახმარებას სთხოვს. კაჭკაჭიშვილის თქმით, მუზები მას საღამოს საათებში სტუმრობენ, თუმცა დაწესებული შეზღუდვებისა და საშვის არქონის გამო ის სტუდიაში მისვლას სამწუხაროდ ვერ ახერხებს, რაც მის ფსიქო - ემოციურ მდომარეობაზე ნეგატიურად აისახება:" ვინმეს თუ შეგიძლიათ საშვი გამიკეთოთ? საპატიო მიზეზის გამო?მუზა საღამოს მომდის და ვერ ვმუშაობ სტუდიაში და იმდენი ლამაზი სიმღერა მეკარგება დასანანია :)))ვისაც გიყვართ ჩემი შემოქმედება და შეგიძლიათ გამიკეთოთ საშვი რათა განვავითარო ქართული “ესტრადა” მომწერეთ პირადში რა ვქნა კორონა თუ ღამე მძვინვარებს ჩემი მუზებიც ღამით მძვინვარებენ და გამეცით პასუხი :)) მჭირდება შემოქმედებითი წვა ვისაც შეუძლია და არ დამეხმარება დიდ ცოდვაში ჩადგამს ფეხს ფლიიზ 40 000 ადამიანში ერთი რავა ვერ გამოიჩენთ პატივისცემას ხელოვნების მიმართ? გავხდი გარშემომყოფთთათვის საშიში რადგან მუზებს ვერ ვხარჯავ გადავდივარ აგრესიაზე გაითვალისწინეთ ამით მსხვერპლასაც აირიდებთ თავიდან ხედავთ რამხელა სიკეთის გაკეთება შეგიძლიათ?" - წერს კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

0
152
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
152