x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
მონუმენტი, რომელზეც წერია თუ რა უნდა გავაკეთოთ ადამიანებმა აპოკალიფსის შემთხვევაში

ამერიკაში, ჯორჯიას შტატში 1980 იანი წლებიდან მდებარეობს მონუმენტი, რომელზეც 8 ენაზე წერია თუ რა უნდა გავაკეთოთ აპოკალიფსის შემდეგ ადამიანებმა, რათა ძველებური ვითარება დავაბრუნოთ. მონუმენტზე წესები წერია ინგლისურ, ესპანურ, სუაჰილურ, არაბულ, ჩინურ, რუსულ, ჰინდი და ივრით ენებზე.image

გრანიტის 6 დიდ ფილაზე დაწერილია 10 მცნება, რომლებიც ადამიანებს დაეხმარებათ დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნებაში. ასევე ფილებზე არის ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა შეიქმნას კომპასი, კალენდარი და საათი. თუმცა გაურკვეველია, ვისთვისაა ეს მითითებები დაწერილი. აი ის 10 მცნებაც:


1. შეინარჩუნეთ დედამიწაზე ადამიანების რაოდენობა 500 მილიონის ფარგლებში, რათა არ დაირღვეს ბალანსი ბუნების გარემოსთან.


2. გონივრულად დაარეგულირეთ შობადობა, იზრუნეთ ადამიანების ჯანმრთელობასა და მრავალფეროვნებაზე.


3. იპოვეთ ახალი ენა, რომელიც ადამიანებს გააერთიანებს.


4. გამოიჩინეთ მოთმინება გრძნობების, სარწმუნოების, ტრადიციების და სხვა ამდაგვარი საითხების მიმართ.


5. დაე სამარლიანმა კანონებდა და იუკერძოებელმა სასამართლომ დაიცვას ადამიანები და ერები.


6. თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი შინაგანი საქმეები, ხოლო საერთაშორისო სასამართლოს გადაეცემა პრობლემების გადაჭრა, რომლებიც სცილდება ერთი სახელმწიფოს ჩარჩოს.


7. მოერიდეთ წვრილმან სასამართლო დავებსა და უსარგებლო მაღალჩინოსნებს.


8. დაიცავით ბალანსი პირად უფლებებსა და სოციალურ პასუხისმგებლობებს შორის.


9. ყველაზე მეტად დააფასეთ სიმართლე, სილამაზე და სიყვარული. ისწრაფეთ სამყაროს ჰარმონიისკენ.


10. ნუ იქნებით ავთვისებიანი სიმსივნე დედამიწის სხეულზე. არ წაართვათ დედამიწას საარსებო გარემო.


imageimageimage












0
273
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0