x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გამოუცდელ მამაკაცს გაცნობის საიტზე 40 ათასი დოლარი დასცინცლეს
image
მარტოხელა 26 წლის ბრიტანელმა ენდრიუ მარვენმა(Andrew Marven) გადაწყვიტა ინტერნეტით ონლაინ-გაცნობა, რის შედეგადაც საბოლოოდ 38 ათასი ფუნტი დაკარგა.

მარვენმა განაცხადა, რომ დედა დაახლოებით ორი წლის წინ გარდაეცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ განიცდიდა დედის დაკარგვას. მას სურდა როგორმე დაეძლია მწუხარება.სწორედ ამიტომ ნათესავებმა ბიჭს ურჩიეს დარეგისტრირებულიყო გაცნობის საიტზე, ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან შეხვედრა მწუხარებას გადაატანინებდა.


თუმცა, სიყვარულის პოვნის ნაცვლად, იგი თაღლითების მსხვერპლი გახდა. საერთო ჯამში, მარვენმა ონლაინ რომანები წამოიწყო სამ სხვადასხვა აკაუნტის მფლობელებთან, რომლებიც ამერიკელ მარტოხელა გოგოებად ასაღებდნენ თავს და შედეგად თაღლითურად დასცინცლეს ბრიტანელს ფული.



მან თავის პირველ ყალბ შეყვარებულს 18 ათასი გირვანქა გადაურიცხა. გოგო ირწმუმებოდა, რომ ფული სჭირდებოდა შეერთებულ შტატებში დასაბრუნებლად . მეორემ სთხოვა მარვენს, თვეში 200 ფუნტი ესესხებინა, რომელიც გამოსაკვებად სჭირდებოდა. საერთო ჯამში, ბრიტანელმა მას 900 ფუნტი გადაურიცხა. მესამე უმტკიცებდა, რომ მის ადვოკატს ძვირფასი ქვა აქვს, რომლის გაყიდვაც იყო საჭირო. კაცმა გადაიხადა გარიგებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და საბოლოოდ სესხიც კი აიღო.

image

ბრიტანელმა განაცხადა, რომ ონლაინ გაცნობის დაწყებამდე მას თავის ანგარიშზე ჰქონდა 40 ათასი ფუნტი.ვალებში და დანაზოგების გარეშე დარჩენილმა მამაკაცმა აღნიშნა, რომ მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა.


”ძალიან მოწყენილი ვარ და მრცხვენია იმის გამო, რაც მოხდა. ვფიქრობ, რომ ცოტა სასოწარკვეთილი ვიყავი, რადგან აქამდე ურთიერთობა არასდროს მქონია. მათ ჩემი ნდობა მოიპოვეს... რა თქმა უნდა ისინი ამბობდნენ, რომ ვუყვარვარ, ”თქვა მარვენმა.

0
93
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0