განათლება რა ასაკიდან უნდა ვასწავლოთ ბავშვებს სახლის დალაგება, ჭურჭლის გარეცხვა და სხვა საშინაო საქმეების კეთება 2021, 4 თებერვალი, 6:54 მეცნიერთა აზრით, ბავშვები, რომლებიც მიჩვეული არიან საშინაო საქმეების კეთებას, ზრდასრულ ცხოვრებაში უკეთესად მუშაობენ. ამ საქმეებმა შეიძლება გააუმჯობესონ ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობაც, რადგან ისინი მნიშვნელოვნად გრძნობენ თავს. ბავშვა საქმეების კეთება თანმიმდივრულად, წლების შესაბამისად უნდა ისწავლოს. ![]() 2-5 წელი:უნდა ვასწავლოთ თანმიმდევრობა და რიგიაჩვენეთ, რომ ყველა საქმეს აქვს დასაწყისი, შუა და დასასრული. მაგალითად ასწავლეთ ტანსაცმელი, რომელიც აცვია გაჭუჭყიანების შემდეგ მოათავსოს კალათაში. გაწმინდოს სათამაშოები, წიგნები, აალაგოს ლოგინი, გარეცხოს თეფში ჭამის შემდეგ. უმარტივესი საშინაო დავალებები ასწავლის მათ, თუ როგორ უნდა შეასრულონ დიდი სამუშაო მცირე ნაწილებად მომავალში.
6-7 წელი:უნდა ისწავლოს სხვისი დახმარება და მონაწილეობა გუნდურ მუშაობაშიეს კარგი დროა გუნდური მუშაობის მნიშვნელობის და სხვების დახმარების სასწავლად. დაიხმარეთ ისინი საჭმლის მომზადებაში, სუფრის გაშლაში, სასურსათო სიების შედგენაში, მცენარეების მორწყვაში და მაღაზიიდან საჭირო ნივთების მოტანაში. ოჯახის შინაურ ცხოველებზე ზრუნვა, კი არა მხოლოდ ასწავლის მათ დახმარებას, არამედ სახალისოცაა. ასე ბავშვი იგრძნობს ჩართულობას და ექნება შანსი ჩამოუყალიბდეს კომუნიკაციის უკეთესი უნარი.8-9 წელი:ვასწავლოთ ის, რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვსროდესაც ბავშვები იზრდებიან, მათ შეუძლიათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე, ამ ასაკში უნდა ვასწავლოთ მის გარშემო რაც არის ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ამ გზით ბავშვი სწავლობს თანმიმდევრულობას და საკუთარი საცხოვრებელი ფართის სისუფთავის დაცვას. ასწავლეთ როგორ დაალაგოს საკუთარი ნივთები, ჩააწყოს ჭურჭელი სარეცხ მანქანაში და პირიქით ამოიღოს და დაალაგოს.10-11 წელი:უფრო მეტად თავდაჯერებული რომ იყოსახლა ბავშვი მზადაა უფრო დიდი ამოცანებისთვის! მაგალითად შეუძლია ლანჩის შეფუთვა სკოლაში წასაღებად, ან საუზმის მომზადება სკოლაში წასვლამდე, ან ნაგვის გადაყრა და სახლის დახვეტა. ასეთი სირთულის მრავალსაფეხურიანი საქმეები, ხელს უწყობენ ბავშვებს დაგეგმონ წინასწარ და დაადგინონ საჭირო ნაბიჯები დავალების შესასრულებლად. ეს დაეხმარება ბავშვებს დროის მენეჯმენტისა და პრობლემების გადაჭრის უნარების ჩამოყალიბებაში. 12-15 წელი:ვასწავლოთ პრიორიტეტების დასახვათინეიჯერებისთვის ამა თუ იმ სირთულის საქმის გაკეთება პოზიტიური თვითშეფასების ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს. ამ ასაკში ისინი მოზრდილებად იქცევიან, ამიტომ მნიშვნელოვანია მათდამი ნდობის გამოხატვა, რომ თავისუფლად შეძლებენ, რთული საქმის გაკეთებას. მაგალითად მანქანის გარეცხვა, ეზოს დალაგება, ბალახის გაკრეჭა, დაუთოება, ღილების დაკერება, ფანჯრების გაწმენდა. მოტივაციამ ამ ასაკში შეიძლება საოცრება მოახდინოს. მნიშვნელოვანია ვასწავლოთ თვითდისციპლინა და პრიორიტეტების განსაზღვრა.16 + წლები:ემზადება ზრდასრული ცხოვრებისთვისმოზრდილობაში ბავშვები საკმაოდ კომპეტენტურები და თვითკმარები არიან, ამიტომ მათ საქმეებში შედის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეუძლია ჩვეულებრივ ზრდასრულ ადამიანს. ეს მოიცავს ფულის მართვას და საგანგებო სიტუაციების მოგვარებას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საქმე შვილს უნდა გადავაბაროთ, უბრალოდ გადაინაწილეთ საოჯახო საქმეები.
48 შეფასება არ არის
|