x
image
ლანა92
ფანტასტიკას ნუ მიაკუთვნებთ - ცხოველები, რომელთა სისხლი რეალურად წითელი არაა

image




სისხლი ჩვენთვის ასოცირდება წითელ ფერთან, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ იგი, ასევე, შეიძლება, იყოს ცისფერი, მწვანე, ყვითელი, იისფერი, მეწამული ან უფერულიც კი. ცხოველთა სამყაროში ყველაფერი განსხვავებულად და უნიკალურადაა. აღმოჩნდა, რომ ცხოველთა სამყაროში არიან არსებები, რომელთაც არ აქვთ წითელი სისხლი! მაგალითისათვის, რვაფეხას აქვს ცისფერი სისხლი და არა მარტო მას. სისხლი არა მხოლოდ წითელი, ან ცისფერი შეიძლება, იყოს, არამედ სხვა ფერიც. მაშ, ასე, წარმოგიდგენთ არსებებს, რომელთაც წითელი სისხლი არ აქვთ.



image




რამდენიმე ცხოველს ცისფერი სისხლი აქვს, რაც აიხსნება სპილენძის ცილის სიჭარბით მათ ორგანიზმში, რაც ცნობილია ჰემოციანინის სახელით. შესაძლოა, გაგიგონიათ, რომ რვაფეხებისა და კალმარების სისხლი ცისფერია, რადგან ზღვის ცხოველები არიან, მაგრამ სხვა არსებებსაც აქვთ ამ ფერის სისხლი. კიბოსნაირები, ობობები, კალმარები, რვაფეხები და მოლუსკების ზოგი სახეობა იბადება სიფერი სისხლით.




imageმოლუსკი ცისფერი სისხლით





image

მოლუსკები, რვაფეხები და კალმარები ცისფერი სისხლით




image

იმპერატორი მორიელი




imageხმალკუდა კიბომორიელი







image

ლობსტერი, კიბორჩხალა ომარი





imageხის ჭია





imageობობა ტარანტული






imageლოკოკინები






imageარსებები მწვანე სისხლით


მწვანესისხლიან ორგანიზმებს აქვს აქვთ ცილა, სახელწოდებით ქლოროქრუორინი.სწორედ ამ ნივთიერებითაა განპირობებული მათი სისხლის ეს უცანური ფერი. ძალიან მცირეა იმ ქვეწარმავალთა და სხვა არსებათა რიცხვი, რომელიც იბადება მწვანე სისხლით. ეს არ გეგონოთ ფანტასტიკური ჟანრის ფილმი, სადაც არსებები მწვანე სისხლს ანთხევენ, ბუნებაში ზოგ არსებას რეალურადაც აქვს ამ ფერის სისხლი. ასეთია სცინკისებრთა ოჯახის წარმომადგენლები.




imageმწვანესისხლიანი სკინკის ხვლიკი





imageმწავანესისხლიანი მილის ჭიები







imageყვითელსისხლიანი არსება





imageუფერულსისხლიანი არსება - ყინულოვანი თევზი














ანტარქტიდის ყინულოვანი თევზების სისხლი უფერულია, რამდენადაც იგი არ შეიცავს ერითროციტებსა და ჰემოგლობინს. სისხლის მიმოქცევის სისტემის ასეთი აგებულება ხელს უწყობს მათ საცხოვრებელ გარემოსთან ადაპტირებას. თეთრსისხლიანები (უფერულსისხლიანები) კარგად უძლებენ ანტარქტიდის მკაცრ გარემოს, სადაც ტემპერატურა 0 გრადუს ცელსიუსზე (წყლის გაყინვისათვის საჭიროზე) დაბალია. მათი სისხლი გამჭვირვალეა იმის გამო, რომ არ აქვთ სუნთქვითი, რესპირატორული პეგმენტი. მხოლოდ ცივ წყალში მობინადრე არსებებს შეუძლიათ, იყვნენ ასეთ მდგომარეობაში. დღეისათვის ყინულოვანი თევზი ერთადერთი არსებაა, რომელიც უფერულ სისხლს გამოყოფს.




0
60
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0