x
image
თუთიკო ბერძენა
სად მიდის სიყვარული საბაზრო ეკონომიკის საბაზრო ხასიათის წარმოქმნის პროცესში
image

თანდათან ძველმოდური გახდა ისეთი გრძნობები, როგორიცაა სიყვარული, ერთგულება, თანადგომა, თავდადება...

საბაზრო ეკონომიკამ საბაზრო ხასიათი წარმოქმნა, სადაც აღარ არსებობს თვით ძალიან ახლობლის ახლობლად აღქმის უნარიც კი, ემოციური კავშირები იკარგება თანდათან.

უფრო მეტიც - გრძნობები და ემოციები ნაკლოვანებების ნუსხაში განათავსეს ნელ-ნელა. რაციონალიზმი მალე გადასანსლავს და გადაისვრის ადამიანის ყველა დიდებულ გრძნობას თავის ანგარიშიან ხახაში. ყველანი ბაზრის ყურმოჭრილ მონებად გადაქცევის პროცესში ვართ. უბრალოდ, ამაზე თუ არ იფიქრე, ვერც კი შეამჩნევ, როგორ და საიდან იქეცი ამ მეგამანქანის ერთ ნაცრისფერ ჭანჭიკად.


არსებობენ ადამიანები, რომელთაც ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ მაინც იდეალისტებს შორის უკანასკნელ მოჰიკანად დარჩებიან!

გპირდებით, რომ ბოლოს... საბაზრო ხასიათის მქონეს და იდეალისტს ერთმანეთისგან ვერაფრით განგვასხვავებს ადამიანის ტრაგედიაში ის ერთადერთი გამარჯვებული, ედგარ პოსეული მატლი

0
18
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0