x
image
ლანა92
ჟელე "რძიანი ყავა" - უგემრიელესი დესერტი ყავის მოყვარულთათვის
image



4 ულუფა;

მომზადებისათვის საჭირო დრო - 2 საათი და 50 წუთი;

საჭირო პროდუქტები:


რძე - 500 მლ.;

ხსნადი ყავა - 4 ჩაის კოვზი;

შაქარი - 150 გრამი;

ჟელატინი - 30 გრამი;



მომზადება:

ჟელატინი გახსენით 200 მლ. გაცივებულ ანადუღარ წყალში და აცალეთ, კარგად გაიხსნას.

სხნადი ყავა გახსენით 500 მლ. წყალში, დაუმატეთ 80 გრამი შაქარი.

მდუღარე ყავას დაუმატეთ ნახევარი ჟელატინი და ურიეთ, სანამ კარგად არ გაიხსნება მასა.

რძე აადუღეთ, დაუმატეთ 70 გრამი შაქარი და აიღეთ ცეცხლიდან, ღუმელიდან.

ცხელ რძეს დაუმატეთ დარჩენილი ჟელატინი და ურიეთ კარგად გახსნამდე.

ყავა ჟელატინით ჩაასხით ჭიქებში, ან თასებში დაახლოებით 1-2 სმ.-ის ფენებად.

განათავსეთ მაცივარში, სანამ არ გამაგრდება. ყავის ფენა იყინება დაახლოებით 40 წუთში.

გაყინულ, გამაგრებულ ყავის ფენაზე დაასხით რძე ჟელატინით, ასევე, 1-2 სმ.-ის ფენად და ისევ მაცივარში შედგით მასა გასამაგრებლად.

ასე შეავსეთ ჭიქები ბოლომდე.

ჟელე "რძიანი ყავა" მზადაა. გემრიელად მიირთვით!


0
108
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0