კინო ვისი თხოვნით გამოიტანა მელიტონ ქანთარიამ დოდო აბაშიძის წინააღმდეგ შტანილი საჩივარი 2021, 2 თებერვალი, 19:13
რესტორანში ქეიფობს მსახიობი დოდო აბაშიძე. ხედავს, საცეკვაო ტერიტორიაზე მამაკაცი ქალს ავიწროვებს, გინდა თუ არა, მეცეკვეო. ქალი უძალიანდება. დგება დოდო აბაშიძე და ერთს ისე გაუქანებს მოძალადეს, გულწასულს დაანარცხებს მიწაზე.
და ვინ აღმოჩნდება ეს დანარცხებული? მელიტონ ქანთარია - საბჭოთა კავშირის გმირი - რაიხსტაგზე ეგოროვთან ერთად საბჭოთა დროშის "ამტანი" -საბჭოური საქართველოს ეროვნული სიამაყე. (ნამდვილად მან აიტანა თუ არა ეს დროშა, დღემდე სადავოა) მოძალადეობა კიდევ ცოტაა იმასთან, რაც შემდეგ ხდება... უჩივის დოდო აბაშიძეს. როგორ აკადრა გმირს ფიზიკური შეურაცხყოფა .... მოწადინებულია, დაიჭიროს. დასაშოშმინებლად მასთან მიდიან აკადემიკოსები: ჩიქობავა, ვეკუა, ფიფია .. აკადემიკოსობა არღირსებული, არადა აშკარად ღირსეული პავლე ინგოროყვა . ცდილობენ დაიყოლიონ, აფიცებენ მიწისქვეშა და მიწისზედა სახელოვან მეგრელებს. მოგეხსენებათ, ყველას უყვარს დოდო აბაშიძე. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ერთდროულად გენიალური მსახიობი და უკეთილშობილესი ადამიანი! ნწ! ცივ უარზეა მელიტონი, უნდა დავიჭიროო, ბოლო ხმაზე გაყვირის.... საშველი აღარ იყო და მასთან მოსალაპარაკებლად მივიდა ზუგდიდელი კრიმინალი, შავი სამყაროს ცნობილი წარმომადგენელი. მელიტონმა გამოიტანა საჩივარი -კრიმინალის თხოვნა უფრო ფასეული აღმოჩნდა მისთვის, ვიდრე წესიერი, პატიოსანი, განსწავლული საზოგადო მოღვაწეების . დასკვნა თვითონ გააკეთეთ-მეთქი.... 687 3-ს მოსწონს
|