x
image
intermedia.ge
Mediator image
„ლაბირინთი მანუელისთვის“ - გზა პიროვნულ ცვლილებებამდე ალეკო შუღლაძის მოთხრობებში
image


ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი მწერ­ლის ალე­კო შუღ­ლა­ძის მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი - „ლა­ბი­რინ­თი მა­ნუ­ე­ლის­თვის“ უკვე გა­მო­ი­ცა.


წიგ­ნის შე­ძე­ნა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში.


ავ­ტო­რი თა­ვი­სი რო­მა­ნე­ბით, მა­გა­ლი­თად, „გა­და­მალ­ვა“, „ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის სურ­ნე­ლი“, დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. მისი მის­ტი­კუ­რი, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით აღ­სავ­სე სამ­ყა­რო, რო­მელ­შიც პერ­სო­ნა­ჟე­ბი ჩაგ­ვრას, ქა­ოსს, პრობ­ლე­მებს გა­ურ­ბი­ან და გა­დარ­ჩე­ნის გზას ეძე­ბენ, თი­თო­ე­უ­ლი მკი­თხვე­ლის­თვის საკ­მა­ოდ ახლო და ნაც­ნო­ბი აღ­მოჩ­ნდა.



ალე­კო შუღ­ლა­ძეს აზი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, რაც მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზეც აი­სა­ხა. მისი გმი­რე­ბი ძი­ე­ბას აგ­რძე­ლე­ბენ იქამ­დე, სა­ნამ სუ­ლი­ე­რე­ბა­ში არ იპოვ­ნი­ან სიმ­შვი­დეს, თუმ­ცა ეს გზა რთუ­ლი და ხან­და­ხან ცდუ­ნე­ბე­ბით აღ­სავ­სეა.


რისი თქმა უნ­დო­და ავ­ტორს თა­ვი­სი ახა­ლი მო­თხრო­ბე­ბით? რო­გორ ცხოვ­რო­ბენ, რას გრძნო­ბენ, რას გა­ნიც­დი­ან მისი გმი­რე­ბი? ამის შე­სა­ხებ თა­ვად ალე­კო შუღ­ლა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.


სა­ინ­ტე­რე­სოა, თქვე­ნი ახა­ლი მო­თხრო­ბე­ბის ინ­სპი­რა­ცია ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ხომ არ გახ­და?


კრე­ბულ­ში შე­სუ­ლი ექ­ვსი მო­თხრო­ბი­დან თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ინ­სპი­რა­ცია სხვა­დას­ხვაა. ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­თხრო­ბებ­შია, სხვა­დას­ხვა დროს გა­დამ­ხდა, მაგ­რამ რა თქმა უნდა, სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად წარ­მო­ვა­ჩი­ნე. ხომ იცით, მწე­რა­ლი უშუ­ა­ლოდ და ღა­რი­ბუ­ლად არ ტო­ვებს-ხოლ­მე მომ­ხდარს, ცდი­ლობს ფან­ტა­ზი­ებ­ში მო­აქ­ცი­ოს... აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის გამ­დიდ­რდა, მი­ი­ღო სხვა­დას­ხვა ფორ­მა, მი­მარ­თუ­ლე­ბა და იმგვა­რი სა­ხით ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­გო­რიც ახ­ლაა.


თქვენ­მა ინ­დო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბამ, იქ მი­ღე­ბულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ­ რამ­დე­ნად იქო­ნია გავ­ლე­ნა თქვენს მო­თხრო­ბებ­ზე?


რა თქმა უნდა, იქ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც, გა­რე­მო, გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­ი­ელ­ვებს ჩემს მო­თხრო­ბებ­ში. პირ­ვე­ლი მო­თხრო­ბა - „სას­ჯე­ლი“ სწო­რედ ასე იწყე­ბა:ვარ ინ­დო­ეთ­ში და ამ­ბავს ერთი ირ­ლან­დი­ე­ლი მიყ­ვე­ბა. ეს კაცი წა­მო­სუ­ლია თა­ვი­სი ქვეყ­ნი­დან. ჩანს, რომ თით­ქოს გა­და­მა­ლუ­ლია, თა­ვის თავ­საც ემა­ლე­ბა და თით­ქოს გა­რე­მო­საც და ეს მე­ნამ­დვ­ლად შე­მემ­თხვა.


თქვე­ნი რო­მა­ნე­ბის - „გა­და­მალ­ვა“, „ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის სურ­ნე­ლი“ პერ­სო­ნა­ჟე­ბი თით­ქოს და­ჩაგ­რუ­ლე­ბი, დაღ­ლი­ლე­ბი არი­ან და ცხოვ­რე­ბის­გან ბევ­რს არა­ფერს ელი­ან, რა ხდე­ბა მო­თხრო­ბე­ბის პერ­სო­ნა­ჟე­ბის შემ­თხვე­ვა­ში?


შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მო­თხრო­ბებ­შიც ასე­თი­ვე პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან. ყვე­ლა მათ­გა­ნი რა­ღაც გან­საც­დე­ლის წი­ნა­შე დგას. შე­იძ­ლე­ბა, ეს გან­საც­დე­ლი გა­რეგ­ნუ­ლი ფორ­მით არ ვლინ­დე­ბა, ომში არ არი­ან ან რა­ღაც ასე­თი, მაგ­რამ ზოგი იჩაგ­რე­ბა, ზოგს კი­დევ ში­ნა­გა­ნი ბრძო­ლე­ბი აქვს, თა­ვის გო­ნე­ბას­თან და თა­ვის რწმე­ნას­თან, ხედ­ვას­თან, რო­მე­ლიც შემ­დე­გეც­ვლე­ბათ... ეც­ვლე­ბათ ცნო­ბი­ე­რე­ბა და ეს არის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი. პრინ­ციპ­ში, ომიც ალ­ბათ იმი­ტომ არის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში, რომ იქ რა­ღაც ისეთ­ზე მი­დი­ხარ, რაც აქამ­დე არ გა­გი­კე­თე­ბია და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა და მთა­ვა­რი სა­ფიქ­რა­ლი არის სა­კუ­თა­რი თავი.


რო­გო­რია გზა პი­როვ­ნულ ცვლი­ლე­ბე­ბამ­დე და რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს პრო­ცე­სი ადა­მი­ან­ზე?


ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ მი­ვე­დი იმ დას­კვნამ­დე, რომ თუ ადა­მი­ან­მა არ მი­მარ­თა ჭეშ­მა­რიტ სუ­ლი­ერ გზას და თუ მარ­თლა არ იპოვ­ნა რა­ღაც აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, არ შე­ე­ხო მას, მა­შინ გა­რე­მო, სამ­ყა­რო, მას „აბურ­თა­ვებს“, ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დებს და ხში­რად ადა­მი­ა­ნი აქე­დან გა­მო­სა­ვალს ვერც იპოვ­ნის.


ვფიქ­რობ, რომ ამ სუ­ლის პრიზ­მა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მეტ­ნაკ­ლე­ბად ­გა­და­იჭ­რა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემ­თვის­ რა­ღაც გა­სა­ღე­ბი, რა­ღაც გზა არ­სე­ბობს, რო­მელ­ზეც შე­იძ­ლე­ბა დავ­დგე. შე­იძ­ლე­ბა, ჯერ კარ­გა ხანი ვერ გა­ვი­დე ამ გზის ბო­ლომ­დე, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად დავ­დგე­ბი. ეს არის სამ­ყა­როს აღ­მო­სავ­ლუ­რი ხედ­ვა, კონ­კრე­ტუ­ლად კი­ ვა­ი­შნა­ვიზ­მი და ასე­ვე, იო­გას ისე­თი ფორ­მა, რო­გო­რიც არის ბჰაკტი-იოგა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა და ასე­ვე, სუ­ლი­ერ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მიჩ­ვე­ნა გზა და და­მა­ნა­ხა, რომ ჩემ­თვის ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი. მე ამის გამო, შე­მიძ­ლია ყვე­ლა­ფერს, მათ შო­რის, მწერ­ლო­ბა­საც და­ვა­ნე­ბო თავი, იმი­ტომ რომ ჩემი მი­ზა­ნი არის გა­დარ­ჩე­ნა, სუ­ლი­ერ სამ­ყა­როს­თან შე­ხე­ბა, ეს არის ჩემ­თვის მთა­ვა­რი, ამი­ტომ ეს არის ცვლი­ლე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი კი არის ზე­და­პი­რუ­ლი, მი­წი­ე­რი­და აქვე რჩე­ბა.


რას მი­ი­ღებს მკი­თხვე­ლი თქვე­ნი ახა­ლი მო­თხრო­ბე­ბის­გან?


მე მინ­დო­და, რომ ისი­ნი მო­თხრო­ბებ­ში შე­სუ­ლიყ­ვნენ. დღეს, ბევ­რი ტექ­სტი ისეა და­წე­რი­ლი, რომ მკი­თხვე­ლი ძალ­და­ტა­ნე­ბით კი­თხუ­ლობს. მე ვე­რი­დე­ბი ხოლ­მე ასეთ რა­მეს და ვცდი­ლობ, მკი­თხვე­ლი შე­ვიყ­ვა­ნო ჩემს მო­თხრო­ბებ­ში. პირ­ვე­ლი რა­საც მკი­თხვე­ლი მი­ი­ღებს არის ის, რომ სი­უ­ჟე­ტუ­რი ხაზი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო. ასე­ვე, მო­თხრო­ბე­ბი რა­ღაც ტრამ­პლინს მის­ცემს მკი­თხველს ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, რა დროს რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს ან გა­რის­კოს თუ არა ცხოვ­რე­ბა­ში. ყო­ველ­თვის მინ­და, რომ ჩემი წიგ­ნი მხო­ლოდ ერთხელ არ წა­ი­კი­თხონ და მი­უბ­რუნ­დნენ, მე­ო­რე­ჯერ და მე­სა­მე­ჯე­რაც. მინ­და, ამას მი­ვაღ­წიო.


წიგ­ნის შე­ძე­ნა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში.



0
32
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0