საბუნებისმეტყველო ინდური ფრინველი, რომლის სხეულის სიგრძის 60 %-ს კუდი იკავებს 2021, 2 თებერვალი, 14:07
ფარშევანგი ინდოეთის ეროვნული ფრინველია და იგი, რა თქმა უნდა, საპატიო ადგილს იკავებს ინდური წარმოშობის ცხოველებსა და ფრინველებს შორის. ფარშევანგი ბინადრობს ინდოეთის სუბკონტინენტში, ასევე, შრი-ლანკის (ცეილონი) ზოგიერთ ადგილებში. იგი გვხიბლავს საოცარი კუდით, რომელიც ფარშევანგის სხეულის სიგრძის 60 %-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ფარშევანგს საკმაოდ დიდი სხეულის ზომა აქვს, მას შეუძლია ფრენა. დაწყვილების სეზონზე მდედრი ფარშევანგები შლიან თავიანთ თვალწარმტაც კუდებს, რათა საწინააღმდეგო სქესის წარმოამდგენლები, მამრები მიიზიდონ. ფარშევანგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თვალისმომჭრელი ფრინველია. 55 შეფასება არ არის
|