ფოტოგრაფია როგორ ატარებდა ფილიპ ჰალსმანი ცდებს ცნობილ ადამიანებზე 2021, 2 თებერვალი, 13:50 1950-იან წლებში მერლინ მონრომ, რიჩარდ ნიქსონმა, სალვადორ დალიმ, სოფი ლორენმა და მსოფლიო ელიტის ასობით წარმომადგენელმა - პოლიტიკოსებმა, მეცნიერებმა და მსახიობებმა მონაწილეობა ფოტოხელოვნების ლეგენდის - ფილიპ ჰალსმანის ფსიქოლოგიურ კვლევაში მიიღეს.ექსპერიმენტულ პროექტს "Jumpology" ეწოდა. ჰალსმანის აზრით, ყველა ცნობილ ადამიანს შეეძლო საკუთარ საზოგადოებრივ როლსა და თვალთმაქცობაზე უარი ეთქვა თუ ის მათ გადაღების დროს ზემოთ ახტომაში დაარწმუნებდა. ჰალსმანის წიგნი "Jump Book"- ი ათწლეულების განმავლობაში არ იბეჭდებოდა, სანამ ფოტოგრაფიის ეს "მარგალიტი" გამომცემლობა "Damiani" - ის წყალობით ხელმეორედ არ გაცოცხლდა.ექვსი წლის განმავლობაში ნიუ – იორკელი პოპულარული ფოტოგრაფი, რომლის კადრებიც ჟურნალ "LIFE" - ის გარეკანს არაერთხელ ამშვენებდა, ყოველი პორტრეტის გადაღების ბოლოს მოდელებს სთხოვდა, რაც შეიძლება უფრო მაღლა ამხტარიყვნენ. ფილიპი ნახტომის მომენტს ბლიცის საშუალებით იღებდა.მსახიობი გრეის კელი.ამერიკელი ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი.მსახიობი ოდრი ჰეპბერნი.
მსახიობი და მოდელი მერლინ მონრო.მხატვარი სალვადორ დალი.უინძორის ჰერცოგი და ჰერცოგინია.ამერიკელი მსახიობი ევა მარი სეინტი.თეატრისა და კინოს ბრიტანელი მსახიობი სერ პიტერ უსტინოვი.ამერიკელი მსახიობი ენტონი პერკინსი.მსახიობი და მწერალი შირლი მაკლეინი.პირველი ნახტომის დროს ადამიანები თითქოს ცოცხლდებოდნენ. მაგალითად, მერლინ მონრო პირველად ისე ახტა, თითქოს პატარა გოგონა ყოფილიყო. როდესაც მას ნახტომის გამეორება სთხოვეს, ის დაიმორცხვა და თავი მთელი გადაღების დროს კვლავ თავშეკავებულად ეჭირა.მომღერალი ჟიზელ მაკენზი.მსახიობი ბრიჯიტ ბარდო.კინომსახიობი ჯეინ მენსფილდი.მომღერალი, მსახიობი და შოუმენი ფრენკ სინატრა.ვალტერ ფრიზი - გერმანელი ოფიცერი, პირველი და მეორე მსოფლიო ომების მონაწილე, სატანკო ძალების გენერალი, რაინდის ჯვრის მფლობელი.მსახიობი კიმ ნოვაკი.მოცეკვავე ედვარდ ვილელა.იტალიელი მსახიობი და მომღერალი სოფი ლორენიშეერთებული შტატების 37-ე პრეზიდენტი - რიჩარდ ნიქსონი175 შეფასება არ არის |