x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
კულტურული ეთნოცენტრიზმი კროს-კულტურულ ჭრილში

განსხვავებების კროს-კულტურული კვლევა დაგვანახებს კულტურულად განპირობებულ თავისებურებებს ისევე, როგორც ნაკლოვანებებს. ჯგუფთაშორისი განსხვავებების დიფერენციალური განვითარება (როგორიცაა, „ჩვენ უკეთესები ვართ - სხვები უარესები“) ცნობილია, როგორც კულტურული ეთნოცენტრიზმი. სამნერი აღნიშნავს, რომ არსებობს ძლიერი ტენდენცია, რომ ადამიანმა თავისი ჯგუფის სტანდარტები მიიჩნიოს ერთადერთ სწორ სტანდარტად (the სტანდარტი) და იერარქიის ყველაზე მაღალ დონედ, ხოლო ყველა დანარჩენი - უფრო დაბლა მყოფად. შეიძლება ეს ტენდენცია უნივერსალურად ვრცელდება ყველა ჯგუფთაშორის ურთიერთობაში, თუმცა მაინც ვერ მივიჩნევთ კროს-კულტურული ფსიქოლოგიის მახასიათებლად, თვისებად. ამის ნაცვლად, ანთროპოლოგიასა და ფსიქოლოგიაში ვხვდებით ნეიტრალურ პოზიციას, რომელიც თავს არიდებს გადაჭრით საკითხების დაყენებას, განსჯას იმისას, რაც ჩვენი საკუთარი კულტურის ფესვებშია. ისინი ყველა განსხვავებულ ფენომენს აღწერენ და განიხილავენ საკუთარ კულტურულ და ეკოლოგიურ სიტუაციასთან მიმართებით. ასეთი სოციალური ქცევის მაგალითია მისალმების ფორმები. ბევრ დასავლურ კულტურაში ფორმალური ხელის ჩამორთმევა და თვალებით კონტაქტი მიღებულია, სხვა კულტურებისთვის კი დამახასიათებელია მისალმება თვალით კონტაქტის გარეშე. რთულია, თავი შეიკავო საკუთარი კულტურული ნორმების გამოხატვისგან, რაც არ უნდა ხშირი შეხება გქონდეს სხვა კულტურებთან.

სხვისი ქცევის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციების გაკეთების გარდა, ეთნოცენტრიზმის ეფექტები ვლინდება კროს-კულტურული კვლევის კიდევ სხვა სამ დონეზე. თვალსაჩინო საფრთხეს წარმოადგენს სხვა კულტურაში შემუშავებული ინტრუმენტების გამოყენების დროს საკუთარი კულტურის სპეფიციკური მნიშვნელობების შეტანა. თუკი რამე ვიცით დიდხნიანი დაგროვებული ცოდნით, არის ის, რომ არ შეიძლება ნივთს ან დავალებას ჰქონდეს კროსკულტურულად ერთი და იგივე მნიშვნელობა. ეთნოცენტრიზმის უფრო დახვეწილი ეფექტი ვლინდება კვლევის თემების არჩევაში. განვითარებადი ქვეყნების ფსიქოლოგები წუხან, რომ საზოგადოებრივი მნიშვნელობის კროს-კულტურული კვლევები არ არსებობს. სხვა მხრივ კი იკვეთება, წარსულში სავარაუდო სამეცნიერო ცოდნის ნაჩქარევმა გამოყენებამ უხეში და სერიოზული შეცდომები გამოიწვია. ეთნოცენტრიზმის კროს-კულტურულ კვლევაზე გავლენის ბოლო დონეზე კი, საუბარია თეორიების ფორმულირებაზე - რადგან ჩვენი შეხედულებები ქცევის შესახებ დაფუძნებულია წინამორბედ კულტურულ მიკერძოებებზე, თეორიაზე დაყრდნობილ კვლევაზეც კი ახდენს გავლენას.

კროს-კულტურული ფსიქოლოგია ცდილობს, შეამციროს ეთნოცენტრიზმი საკუთარი ცოდნის შემოსაზღვრულობის აღიარებით, არსებული მონაცემებისა და თეორიების გამდიდრებით სხვა კულტურების თავისებურებების ჩართვით. თუმცა ამაზე მუშაობამ შეიძლება მიგვიყვანოს უფრო ღრმა ეთნოცენტრიზმამდე, რადგან პროცესი მოიცავს სხვა კულტურების მონაცემთა შეკრებასა და მათ ინტერპრეტირებას. მთავარი წესია, რაც უფრო დიდია ქცევითი და კულტურული განსხვავება, მით უფრო მეტია რისკი განსხვავების ნეგატიურად შეფასებისა. საჭიროა მიკერძოებისგან თავშეკავება, ხოლო ეთნოცენტრიზმის პოტენციალის ღიად შეცნობა არის პირველი გადადგმული ნაბიჯი მისი კონტროლისკენ.

მეორე თავდაცვის საშუალებაა კემპბელის მიერ შემოთავაზებული მეთოდი: ყველა კროსკულტურული კვლევა ოთხჯერ მაინც უნდა ჩატარდეს. კემპბელი აღნიშნავს, რომ თუ მკვლევარი ერთი კულტურიდან სწავლობს კულტურის ფენომენს და არ მოჰყავს არავითარი შედარება ამ კულტურის გარეთ, ეს მიუთითებს მის კულტურულად შემოსაზღვრულობას, ჩაკეტილობას.

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:ვიკა ალაფიშვილი
ვიკა ალაფიშვილი
23