საბუნებისმეტყველო გაიცანით აფრიკული ცხოველი, რომლის სპირალური რქების სიგრძე 180 სმ.-მდე აღწევს 2021, 1 თებერვალი, 19:32 ანტილოპა კუდუ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ცხოველი, რომელიც გვხვდება მხოლოდ აფრიკის კონტინენტზე. იგი ენდემური ცხოველია. ანტილოპა კუდუ იშვიათია, გამონაკლისია ცხოველებს შორის იმით, რომ აქვს ძალიან გრძელი და სპირალურად დახვეული რქები, რომელთა სიგრძემ შეიძლება, თითქმის 2 მეტრს, კერძოდ კი 180 სანტიმეტრს მიაღწიოს. ანტილოპა კუდუ რქებს იყენებს მტრისაგან, მტაცებლისაგან თავდასაცავად. ანტილოპას ორივე სახეობას აქვს გვერდითი ზოლები და ლაქები სხეულზე. სხეულის სპეციფიკური, განსაკუთრებული შეფერილობა უზრუნველყოფს მტაცებლებისაგან თავდაცვის შესაძლებლობას. 48 შეფასება არ არის
|