მუსიკა იცით, რომ თქვენი საყვარელი სიმღერის ტექსტს ორი ავტორი ჰყავდა? 2021, 1 თებერვალი, 14:45
ერთი საოცარი სიმღერა, რომელიც ყველა ქართველის გულში სევდას აღვივებს და რომელსაც ეგზისტენციურ მდგომარეობაში გადაჰყავს მსმენელი. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ამ სიმრერის ასეთ სულისშემძვრელ ტექსტს ორი ავტორი ჰყავს: წინა სტრიქონები ეკუთვნის ქართული პოეზიის ”ფიროსმანს” ნიკო სამადაშვილს, ხოლო ბოლო სტრიქონები - მიხა ხელაშვილს.
წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება, ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება, რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება, ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება. იმასაც მოკლედ უვლია, გრძლად ვინც გვეგონა იარა. შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს – ჭია, კაცის გულს – ჯავრის იარა, მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგყრის იარაღს; ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით, სხვას არა წაუღია რა. 232 3-ს მოსწონს
|