საზოგადოება ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ 2021, 1 თებერვალი, 13:55 ჰოლივუდში იშვიათია ნამდვილი და გულწრფელი მეგობრობა, ხანდახან იმასაც მალავენ, რომ ერთმანეთს ვერ იტანენ. აი ეს ვარსკვლავები კი თავიანთ დამოკიდებულებას ერთმანეთისადმი არც მალავენ: ორ კინოდივას არაერთ პროექტში აქვთ მონაწილეობა მიღებული ერთად, თუმცა ერთმანეთს არც ელაპარაკებიან. გადასაღებ მოედანზე ორივე მსახიობს თავი მთავარი ჰგონია, სწორედ ამიტომაც ერთმანეთს ხშირად აკრიტიკებდნენ. აი გადამღები ჯგუფი კი ორივეს ქედმაღლად თვლიდა. ისინი ერთ დროს საუკეთესო მეგობრები იყვნენ, პელტრუ მადონას თავის უფროს დასაც კი ეძახდა. არავინ იცის მათ შორის რა მოხდა, მაგრამ 2011 წლიდან ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და ემტერებიან კიდეც. ჰოლივუდის ორი პოპულარული მსახიობი ერთმანეთზე პატარა ბავშვებივით არიან გაბუტულები. ყველაფერი კი რასელ ქროუს ინტერვიუს გამო მოხდა, რომელშიც მსახიობმა თქვა, რომ თავის პოპულარობას ფულის გამოსამუშავებლად არ იყენებს და არ მონაწილეობს საათების ან კოსტიუმების რეკლამებში როგორც კლუნი. ცნობილი ბოევიკების მსახიობები ჰონორარის გამო წაკამათდნენ. მათ ერთად უნდა მიეღოთ მონაწილეობა ფილმში “შეუჩერებელნი", სადაც უილისმა ჰონორარად 4 მილიონი დოლარი მოითხოვა. სტალონემ ამის გამო უილისს თვითერზე დასცინა, რაც მსახიობს არ მოეწონა და ფილმის ქასთიდან საერთოდ გაქრა. დღეს ჰოლივუდში ცოტას თუ ნახავთ, ვისაც ბიბერი მოსწონს. აი ორლანდოს კი მისთვის დაურტყამს კიდეც. ჩხუბი კი იმის გამო დაიწყეს, რომ ბიბერმა ბლუმის ყოფილ ცოლთან, მირანდა კერისთან გააბა პატარა რომანი. ბლუმი კი როგორც ჩანს მარტო მუშტს არ დასჯერდა, და სელენა გომესთან დაიწყო შეხვედრა, რომელიც ბიბერის ყოფილი შეყვარებული იყო. ტომ კრუზი ცნობილია სექტის, საენტოლოგიის გატაცებით. ამ სექტის გამო მან ოჯახიც კი მიატოვა და შვილს არც კი ეკონტაქტება, რადგან სექტა კრძალავს “აარაგაწევრიანებულ" ადამიანებთან ახლო კავშირს. როგორც სექტის წევრს შეეფერება, კრუზმა ბრუკ შილდსაც მისცა რამდენიმე რჩევა როდესაც ქალი დეპრესიაში იყო. ეს რჩევები კი ნამდვილად არავის უთხოვია. კარდაშიანების კლანის წარმომადგენელი ყველანაირად ცდილობს ცნობილ ადამიანებთან დამეგობრებას. ქალების მეუღეები, რეპერები ჯეი ზი და ქანიე უესტი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ, როგორც ჩანს ასეთვე მომავალი უნდოდა კიმსაც მისთვის და ბიონსესთვის. კარდაშიანმა მომღერალს მის ქორწილში დედოფლის მეჯვარეობაც კი შესთავაზა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო.
494 1-ს მოსწონს
|