x
image
თუთიკო ბერძენა
Mediator image
ათათურქის უთამამესი ნაბიჯები და "მულო - შენ გეუბნები, რძალო - შენ გაიგონე!"
image

ათათურქმა, რომელმაც ფუნდამენტური სახელმწიფოდან სეკულარული სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო, იმ დროისთვის რევოლუციური უთამამესი ნაბიჯები გადადგა. ეს გადმოსაცემადაა იოლი წარმოსადგენადაც 70 წლის შემდომ გადასახედიდან, მაგრამ მაშინ, როცა თურქეთში შარიათის უმკაცრესი კანონები მძვინვარებდა, იყო შოკის მომგვრელი

ათათურქმა თავისი ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისასის ტრიბუნის ქვევიდან ალკოჰოლური სასმელი "დააძრო", ჭიქაში ჩაარაკრაკა და სახალხოდ გადაჰკრა.

ასეთივე მოულოდნელი და რევოლუციური იყო მეორე ნაბიჯი, როცა საჯარო გამოსვლაში აღნიშნა:



"ჩადრი ქალს სიცხის დროს ძალიან აწუხებს. მამაკაცებო! ეს ხდება ჩვენი ეგოიზმის გამო. ნუ დაგვავიწყდება, რომ ქალებს აქვთ ისეთივე ზნეობრივი გაგება, როგორიც ჩვენ. ცივილიზებული ხალხის დედები და დები სათანადოდ უნდა უნდა იქცეოდნენ. ქალის სახის დაფარვის ტრადიცია ჩვენს ერს სასაცილოდ აქცევს!"

ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ იგი ტრიბუნას მოშორდა, ჰიჯაბით შემოსილ ქალთან მივიდა, ქალთან, რომელსაც გვერდით ქმარი ედგა, და მოწიწებით და თავაზიანად ჰიჯაბი მოხადა. ეს რა თმა უნდა იმდროინდელი თურქებისთვის იყო წარმოუდგენელი.
ალბათ, ბევრმა ბნელმა თურქმაც გულში გაიფიქრა, გიჟიაო.
მაგრამ ამას მოჰყვა უამრავი წარმატებული რეფორმა და თურქეთის ქცევა ერთ-ერთ განვითარებულ ქვეყნად.

აი, ასეთი რევოლუციური და მოცემული დროისთვის საოცარი, არაორდინალური, უცნაური ნაბიჯებით მიდიან სახელმწიფოები წინ.

ისტორიას არაორდინალური, თამამი, რევოლუციური ნაბიჯები ქმნიან და არა დამყაყებული მეთაურები, რომლებიც უკან, რეგრესით აბრუნებენ ქვეყანას. 70 წლის შემდეგ ერდოღანი უკუსვლით მიდის, ისევ იმ 70-იან წლების იქით ბრუნდება, საიდანაც თურქეთი ათათურქის ძალისხმევით გამოვიდა...

სხვა ქვეყნის მაგალითის მოყვანას აქვს ისეთივე ეფექტი, როგორიც ქართულ ანდაზას " მულო - შენ გეუბნები, რძალო - შენ გაიგონე!

0
170
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0