მსოფლიო ტაილანდის მეფემ ცოლად პირადი მცველი მოიყვანა და ის დედოფლად გამოაცხადა 2021, 31 იანვარი, 20:40 ტაილანდის მეფე მაჰა ვაჩირალონგკორნი (იგივე რამა X) მთელ მსოფლიოში ცნობილი თავისი სკანდალური გამოხტომებით გახდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მან საკუთარი პირადი დაცვის უფროსი, სუთჰიდა ჯერ საყვარლად გაიხადა, შემდეგ კი ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ ცოლადაც მოიყვანა სამეფოში ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია. სუთჰიდა სანამ რამა X - ეს მეორე ნახევარი ოფიციალურად გახდებოდა ის ტაილანდის ავიახაზების ბორტგამცილებელი გახლდათ, 2014 წელს კი ის ვაჩირალონგკორნმა პირადი დაცვის უფროსის თანაშემწედ დანიშნა, 2016 წელს მისივე გადაწყვეტილებით გოგონას გენერლის ტიტულიც მიენიჭა.წყვილის ქორწილის ფოტოებმა მსოფლიო აალაპარაკა, მთელი საქორწინო ცერემონიის განმავლობაში ქალი მეფის ფეხებთან იწვა და მეორე დედოფლად გამოცხადების მომენტს სულმოუთქმელად ელოდა. ამ დროს, რამა X- ის გვერდით მჯდომი მისი პირველი მეუღლე ემოციას ვერც კი გამოხატავდა, ალბათ, რთულია იმის გაგება თუ რას გრძნობდა ტაილანდის დედოფალი იმ დროს.მონარქი სულ სამჯერ იყო დაქორწინებული, მაჰა ვაჩირალონგკორნი მრავალშვილიანი მამაა. ის ტახტზე 2016 წელს ავიდა და რამა X- ის ტიტული მიიღო, გააგრძელა რა ჩაკრის დინასტია, რომელმაც თავისი მმართველობა 1782 წელს დიწყო. 136 შეფასება არ არის |