საზოგადოება როგორ დაანგრია კონსტანტინე გამსახურდიამ ქართული სულელური სტერეოტიპი: "პატიოსან ქალს რესტორანში რა უნდა?" 2021, 31 იანვარი, 17:37
მკაცრი და პირქუში იყოო, ამბობენ კონსტანტინე გამსახურდიაზე. იშვიათად თუ ვინმეს უნახავს გაცინებული. თუმცა შვილებთან მიმართებაში იყო საოცარად თბილი მამა. მას ზვიადის გარდა ასევე ჰყავდა ქალიშვილი ნათელა -პირველი ქორწინებიდან. ნათელა ჭიატურაში იზრდებოდა დედასთან, როცა პირველი ცოლი - რებეკა გარდაიცვალა, სკოლა ახალ დამთავრებული ქალიშვილი მან თბილისში გადმოიყვანა. ერთხელაც მამამ ქალიშვილი თბილისში რესტორანში წაიყვანა. ეს ის დროა, როცა ქართულ მენტალიტეტში რესტორანში თუ ქალი შედიოდა, ამორალურის იარლიყს აკრავდნენ. მაგრამ კონსტანტინე ყოველთვის ანგრევდა ამ უკუღმართ სტერეოტიპებს. რესტორანში ნათელა მამასთან ერთად სადილობს, განა სხვა მამაკაცთან ერთად? მაგრამ მაინც მთელი თბილისი ალაპარაკდა: კოწია გაგიჟდა, რესტორანში შვილი რამ წააყვანინაო. თუმცა ამის შემდეგ უკვე ამ აბსურდულმა სტერეოტიპმა რღვევა დაიწყო. რაც შეეხება ზვიადთან მამაშვილურ ურთიერთობას, ეს ყველაზე უკეთ კონსტანტინეს ამ წერილიდან ჩანს: "მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე, ერთის მხრით, გული მტკივა, რომ შენი ბავშვობა თავდება. მეორეს მხრით, მიხარია, რომ შენ სადაცაა, ყველა ჩემს სურვილს გაიგებ და მალე მხარში ამომიდგები. ალბათ, შენთვის დამიწერია (თუ მითარგმნია) მე ჰომეროსის სიტყვები: “ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს”. ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი, დროა, შენ სერიოზულად ემზადო, რათა შეძლო, გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი. გზაში მე გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების ბიოგრაფიები. ყველანი უკვე სიყრმიდანვე ემზადებოდნენ დიდი ამბებისათვის. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსება იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რომელსაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც ჩემი გამწარებული ცხოვრებაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდეების მოლაშქრედ არ წარმომედგინა ჩემი თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც ასე თუ ისე შევძელი. შენი მამიკო. 1955." 471 5-ს მოსწონს
|