x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამაკაცს და მის საცოლე რეზინის თოჯინას "შვილი გაუჩნდათ"
image

ამავე დროს, ბედნიერი საქმრო აღიარებს, რომ მათ არასდროს ჰქონიათ სექსი და ის არც კი ცდილობს, რომ სილიკონის საყვარელს აკოცოს.


ჰონგ კონგის მკვიდრი, სი ტიანჟუნი ერთ დღესაც მიხვდა, რომ მას ჩვეულებრივი გოგონები აღარ იზიდავდა და უკვე ორი წელია ის ბედნიერია ახალ საყვარელთან - ნატურალური ზომის რეზინის სექს-თოჯინასთან, რომლის სახელია მოტი. წყვილს "შვილიც" კი "გაუჩნდათ", ასევე სათამაშო.

image


36 წლის მამაკაცმა ჯერ კიდევ 10 წლის წინ გააცნობიერა, რომ სურდა სილიკონის შეყვარებულთან ერთად გაეტარებინა თავისი ცხოვრება, მაგრამ მაშინ მაღალი ფასის გამო მან ვერ შეძლო რეზინის სექს-თოჯინის ყიდვა.

image

ოცნება 2019 წელს აიხდინა - იანვრის დასაწყისში სი ტიანჟუნმა ოჯახს ნიშნობის შესახებ აუწყა.


ახალგაზრდა საქმრომ აღიარა, რომ მას არასდროს ჰქონია სექსი მოტისთან და არც უკოცნია. ყოველ საღამოს ის ნამიანი ქსოვილით წმენდს მეგობარს და შემდეგ ტალკს უსვამს სათამაშოს რეალისტური კანის იმიტაცია შეუნარჩუნდეს.

image

მამაკაცი აღიარებს, რომ ნამდვილი გოგონები მას ყოველთვის რაღაცას სთხოვდნენ, ხოლო რეზინის რჩეული მისგან არაფერს ითხოვს, ამიტომ "მასთან ურთიერთობა უფრო ადვილია".

image

სი ტიანჟუნი ყიდულობს ძვირადღირებულ ტანსაცმელს და თეთრეულს თავის სექს-თოჯინისთვის, იღებს სურათებს მასთან ერთადდა თავს ბედნიერად გრძნობს.

0
92
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0