ტექნოლოგიური სიახლეები ნახეთ, როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული იაპონური მატარებელი, სადაც ბილეთი 10 000 დოლარი ღირს 2021, 30 იანვარი, 18:46 უძველესი ტრადიციებისა და საოცარი წეს - ჩვეულებების მქონე ეს უნიკალური ქვეყანა ბევრისთვის კვლავაც ამოუცნობად რჩება. ცოტა ხნის წინ, თანამედროვე ტექნოლოგიების ქვეყნად წოდებულმა იაპონიამ მსოფლიო მორიგი სიახლით გააოცა, ამჯერად, მან საზოგადოებას ყველაზე მდიდრული და ძვირადღირებული მატარებელი "Shiki-Shima" (ოთხი სეზონი) წარუდგინა, რომლის შექმნისთვისაც სარკინიგზო კომპანია "East Japan Railway" – იმ 44, 5 მილიონი დოლარი დახარჯა. მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "Shiki-Shima"-ს ზღაპრულ სამყაროში. ნახეთ, რა სილამაზე გელოდებათ შიგნიდან.მატარებელს აქვს - მინის ჭერი, ცალკე სპა, პანორამული ფანჯრები, და მომსახურების უმაღლესი დონე. ულტრათანამედროვე დიზაინის ვაგონები 34 მგზავრზეა გათვლილი. ამ საოცარ სამყაროში მოხვედრილ თითოეულ ადამიანს პერსონალი შამპანურის ჭიქით ეგებება.მატარებლის მგზავრებს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს კომფორტი, უმაღლესი კლასის სამზარეულო, ლაუნჯ - ზონა ცოცხალი მუსიკითა და საინტერესო საექსკურსიო პროგრამა ელით.
|