x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ებრაულმა კომპანიამ სამედიცინო ნიღაბი შექმნა, რომელშიც კვებაც კი შესაძლებელია, და ის ავტომატურად მუშაობს

image


დღესდღეობით, კორონავირუსის პანდემიის გამო მთელი მსოფლიო იძულებულია ცნობილი ვირუსოლოგებისა და "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" მიერ მკაცრად განსაზღვრულ მითითებებს დაემორჩილოს, რაც სოციალური დისტანციის დაცვასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამედიცინო ნიღბის ტარებას გულისხმობს. გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის პანდემია ჩვენს გვერდით უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც თანაცხოვრობს, მსოფლიოში უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს პირბადის უფრო გათანამედროვება ისე, რომ მაგალითად, ადამიანს მისი ტარების დროს არც მეტი, არც ნაკლები საკვების მიღება შეეძლოს. ცხადია, რომ საღად მოაზროვნე არც ერთი ადამიანი კვებას ისეთ საეჭვო ადგილებში არ დაიწყებს სადაც კოვიდ 19 - ით დაინფიცირების მაღალი ალბათობაა, თუმცა საუბარია უახლოეს მომავალზე, როდესაც მსგავსი სახის ნიღბები ადამიანებს ნამდვილად გამოადგება. აღნიშნული კონცეფცია ისრაელის კომპანიის "Avtipus Patents and Inventions" - ის თანამშრომლებმა სულ ცოტა ხნის წინ შეიმუშავეს.




აი, ასე გამოიყურება სპეციალური პირბადე რომელშიც ჭამაც კი შესაძლებელია.



image


ნიღაბი სპეციალურ ჩამრთველთან არის შეერთებული, რომელზეც თითის ერთი მარტივი დაჭერით ის ავტომატურად იხსნება. ჯერჯერობით, მისი გამოყენება მხოლოდ მყარ საკვებთან არის შესაძლებელი, თუმცა ნაყინთან და სოუსებთან დაკავშირებით ის ჯერ კიდევ დახვეწას საჭიროებს.

image

კომპანია "Avtipus Patents and Inventions" -ის თანამშრომლები უახლოეს პერიოდში პირბადეების მასობრივი წარმოების დაწყებისთვის ემზადებიან და საზოგადოებას ჰპირდებიან რომ დანა - ჩანგლის ნაღაბთან მიტანისთანავე ის ავტომატურად გაიხსნება და მათ კვების დროს დამატებით, არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნის. ასეთი პირბადის ღირებულება სავარაუდოდ, 0, 85 - დან - 2, 85 დოლარამდე იქნება.

image

"ინსტაგრამზე" მსგავსი კონცეფციის ნიღბებს ელვა - შესაკრავებით მრავლად შეხვდებით, თუმცა მათ შემთხვევაში მხოლოდ საწრუპავი მილის საშუალებით რაიმე თხევადის დალევაა შესაძლებელი, თუმცა არა - კვება, როგორც "Avtipus Patents and Inventions" - ის წარმომადგენლები ამტკიცებენ, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მათი პროდუქტის დახმარებით, ადამიანები რესტორნებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს ბევრად უფრო მშვიდად და დაცულად იგრძნობენ.

0
168
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
168