კინო თქვენ გჭირდებათ იყოთ ბედნიერები იმისთვის, რომ იცხოვროთ, მე კი არ მჭირდება.... მე ამის გარეშეც ვცხოვრობ 2021, 30 იანვარი, 4:31
ეს კიანუ რივზის დაბადების დღის ფოტოა, რომელიც გადაღებულია ნიუ-იორკში, 2015წლის 2 სექტემბერს, ქუჩის ბორდიურზე, პაწაწინა კექსზე სანთლით და შემთხვევითი გამვლელების გარემოცვაში.
კიანუ ცხოვრობს ცხოვრების მიმართ ჯიბრით, პრობლემების მიმართ ჯიბრით! ამიტომ არის გამორჩეული ვარსკვლავი: როცა კიანუ 12 წლისა იყო, მამა დააპატიმრეს ნარკოტიკების გაყიდვისთვის. დედა სტრიპტიზ-კლუბის მოცეკვავე გახლდათ. მალე დედასთან ერთად გადასახლდა კანადაში, სადაც რამდენიმე მამინაცვალი "გამოეცვალა". კიანუს უმცროსი და ლეიკემიით იყო დაავადებული, რომლის სამკურნალოდ "მატრიციდან" აღებული ჰონორარის70% გაიღო, ხოლო 30% ლეიკემიით დაავადებულთა ფონდში გადარიცხა. კიანუს თვალწინ დაიღუპა შეყვარებული ორსული გოგონა - ქორწილის დაგეგმვის დღეს, ავტოკატასტროფაში... მას შემდეგ კიანუ სერიოზულ ურთიერთობებს გაურბის. ის ჰოლივუდის ერთადერთი ვარსკვლავია, რომელსაც არ აქვს აპარტამენტები. ცხოვრობს უბრალო ბინაში. "ვცხოვრობ ჩვეულებრივ კორპუსის ბინაში, ყველაფერი ხელისგაწვდენაზე მაქვს. ვერ ვხედავ აზრს, მქონდეს დიდი სახლი, რომელიც თითქმის ცარიელი იქნება". კიანუს უახლოესი მეგობარი რივერ ფენიქსი დაიღუპა ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზისგან. კიანუს გარდერობში უბრალო ტანსაცმელია, ვერ ნახავთ მოდურ კოსტუმებს. მას არ ჰყავს დაცვა. რაც ყველაზე მთავარია და რისთვისაც კიანუს ცხოვრება გიამბეთ(თუ ვინმემ არ იცოდით), არის ცხოვრებისადმი მისი დამოკიდებულება. კითხვაზე, რომელიც კიანუს ფსიქოლოგმა დაუსვა: "რატომ ხარ ხოლმე მოწყენილი?" მსახიობმა უპასუხა: "თქვენ გჭირდებათ იყოთ ბედნიერები იმისთვის, რომ იცხოვროთ, მე კი არ მჭირდება.... მე ამის გარეშეც ვცხოვრობ" ჩაუარეთ გვერდი კიანუს და ნუ მიესალმებით, თუ მისი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი არ მოგწონთ. 67 1-ს მოსწონს
|