x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
სამხრეთ კორეული „ლოტე საკონდიტროს“ ბიზნეს ფსიქოლოგია
„ლოტე საკონდიტრო“ უზარმაზარი სამხრეთული კორპორაციის ერთ-ერთ წამყვან ბიზნესია. კორპორაცია „ლოტე“ ( Lotte group) სამხრეთ კორეულ მულტინაციონალურ კონგლომერატს წარმოადგენს, რომელიც დღეს-დღეობით მოიცავს 90მდე ბიზნეს. ამ ბიზნესებში 60 000მდე ადამიანია დასაქმებული ისეთი განსხვავებული მიმართულებებით, როგორებიცაა: ტკბილეულის წარმოება, უალკოჰოლო სასმელების წარმოება, სასტუმროების ბიზნესი, სწრაფი კვება, ფინანსური სერვისები, საცალო ვაჭრობა, ელექტრონიკა, ინდუსტრიული ქიმიკატების წარმოება, მშენებლობა, გამომცემლობა და გასართობი ბიზნესი. ლოტე დამატებით ბიზნესებს უძღვება თითქმის მთელს აზიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალია-ახალ ზელანდიასა და ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი. დღესდღეობით ლოტე სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ყველაზე დიდ საკონდიტრო მწარმოებელს წარმოადგენს, 2018 წლის მონაცემებით კი უკვე აზიის ნომერ პირველი მწარმოებელიცაა საკონდიტრო სფეროში.

Our Client - Nextina Inc

კორპორაციის ხედვა სრულად და მკაფიოდ შეგვიძლია დავინახოთ 3 სიტყვიანი წინადადებით_ „ცხოვრებისეული ფასეულობის შემქმნელი“ ( Lotte vision_ Lifetime value creator). კორპორაციის მთავარ ღირებულებას_“მომხმარებლის მოლოდინებზე მაღლა“ (Beyond Customer Expectation), ეს არის სტანდარტი რომლითაც ლოტეს თანამშრომლები ხელმძღვანელობენ კორპორაციის მისიისა და ხედვის განხორციელების პროცესში. „მომხმარებლის მოლოდინებზე მაღლა“ გულისხმობს, რომ ლოტეს მიზანი არ არის მხოლოდ დააკმაყოფილოს მომხმარებელთა საჭიროებები, არამედ შექმნას ისეთი ფასეულობა, რომელიც ნებისმიერ მათ მოლოდინს აჭარბებს. ამ ღირებულებას ისინი 3 მიმართულების ერთდროულად განხორციელებით ქმნიან, ესენია: გამოწვევა, პატივისცემა და ორიგინალურობა.

გამოწვევა 3 საფეხურიანია: 1. დასაწყისი_ხდება გააზრება ორგანიზაციის წევრების მიერ მათი ამოცანის და ამასთან ერთად, მიზნის დასახვა მიიღწეს მთელი ორგანიზაციის მიზნები, 2. პროგრესი_გულისხმობს რომ მნიშვნელოვანი და დაფასებულია ინიციატივების გამოჩენა მიზნების მიღწევის პროცესში. მე3 საფეხური ეს არის შედეგი_თუმცა შედეგი ლოტეს თანამშრომლებისთვის არა დასასრული, არამედ დასაწყისია ახალი, უფრო მაღალი მიზნების დასახვის.


პატივისცემაში ლოტე გულისხმობს, რომ 1. მისთვის მისაღებია ნებისმიერი განსხვავებული აზრი და მნიშვნელოვანია თანამშრომლობა და ეფექტური კომუნიკაცია, 2. დაკვირვება ზოგად წესებსა და კანონებზე, აქტიური უკუკავშირი სტეიკჰოლდერების საჭიროებებზე, 3. ფრთხილი და დაკვირვებული ქმედებების განხორციელება, გამომდინარე იქედან, რომ ორგანიზაციის მიერ გადადგმული აყალიბებს ნდობას საზოგადოების მხრიდან.

ორიგინალურობა კი მოიაზრებს სწრაფ პასუხებს ცვლილებებსა და ბიზნეს გარემოში წამოსულ ახალ ტრენდებზე, ასევე დიდი ყურადღების მიქცევას სხვადასხვა ინდუსტრიებზე და მათთან კოლაბორაციას ახალი უფრო დიდი ფასეულობის შექმნის მიზნით და კრეატიული აზროვნების განვითარებას, ინოვაციური საზომებით პროდუქტისა და სერვისის წარმოებას, ისე, რომ კონკურენტებმა ვერ შეძლოს მათი მარტივად იმიტაციაც კი.

Lotte Confectionery partners with DKSH to expand in Singapore

ლოტე საკონდიტროს ნაწარმია ისეთი ცნობილი ორცხობილა ჩხირები, როგორიცაა პეპერო (აღსანიშნავია, რომ 11 ნოემბერი დაწესებულია როგორც პეპეროს დღე სამხრეთ კორეაში_ ეს ფაქტი თვალნათლივ გვიჩვენებს თუ რაოდენ პოპულარულია ლოტეს ერთ ერთი ნაწარმი პიპერო ქვეყნის შიდა ბაზარზე), ასევე ჩოქო-ფაი_რბილი ორცხობილა, რომელიც არა მხოლოდ სამხრეთ კორეაში, არამედ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკონდიტრო ნაწარმია (მათ შორის საქართველოშიც), განას შოკოლადი და სხვა.

ფაქტი, რომ 2009 წელს ლოტეს საკონდიტროს ინტერნაციონალურმა გაყიდვებმა გადაასწრო შიდა გაყიდვებს, მაგალითია სწორი და ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის მაგალითია.

ლოტეს მიზანია შექმნას პრემიუმ ხარისხის პროდუქცია, რომელიც არა მხოლოდ დააკმაყოფილებს მომხმარებლის აქტუალურ მოთხოვნილებას, არამედ გადააჭარბებს ყოველგვარ მოლოდინს.

ლოტე საკონდიტროს კონკურენტული უპირატესობის მოპოვების ერთ-ერთი საშუალებაა დღეს-დღეისობით არჩეული „მეც“ სტრატეგია (Me TOO stategy). აღნიშნული ბიზნესტრატეგია გულისხმობს ბაზრის ლიდერობის სტრატეგიას. ლოტე “მეც“ სტრატეგიით კონკურენციას უწევს ისეთ საკონდიტროებს, როგორიცაა ორიონი და ჰაიტაი. 2010 წლისთვის ლოტეს ინვესტირება 500 ბილიონი კორეული ვონის ღირებულება ს შეადგენდა საზღვარგარეთის ბაზარზე, ფოკუსში იყო (ვიეტნამი, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი). გაყიდვების მაჩვენებელმა აღნიშნულ ბაზარზე წარმოდგენას გადააჭარბა.

რაც შეეხება ლოტე საკონდიტროს მიზნობრივ სეგმენტს_ დღესდღეობით ის ფართომასშტაბიანია. პროდუქციის მომხმარებლები არიან ნებისმიერი ასაკის ინდივიდები, სხვადასხვა რასის წარმომადგენლები. თუმცა მთავარი მიზნობრივ სეგმენტად ჯერ კიდევ აზიელი მომხმარებელი რჩება, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ხარისხსსა და მომსახურებას.

Consumers expect the same from brands as they do friends,  study finds

კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მომხმარებელთან ურთიერთობა. „ლოტე საკონდიტროს“ მომხმარებლის ნდობა მოპოვებული აქვს არა მხოლოდ მისი პროდუქციის გამორჩეულად მაღალი ხარისხითა და მომსახურებით, არამედ იმ სხვადასხვა სოციალური აქტივობებითაც, რომელშიც ის ხშირად ერთვება. ლოტე საკონდიტრო აქტიურად აფინანსებს ვიეტნამის ბავშვთა ფონდს ყოველწლიურად და ერთვება მოხალისეობრივ საქმიანობებში თითქმის მთელი აზიის მასშტაბით მიუსაფარ ბავშვთა დასახმარებლად. გარდა ამისა კორპორაცია ლოტე ზრუნავს მისი თანამშრომლების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე_მოუწოდებს მათ ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ, აფინანსებს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებს სადაც მონაწილეობას თავად კომპანიის თანამშრომლები იღებენ. ლოტე საკონდიტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომ 1988 წლიდან ის ოლიმპიური თამაშების ერთ ერთი ყველაზე აქტიური მომწოდებელია.image

სწორი შიდა და საერთაშორისო მარკეტინგი, პროდუქციის რეკლამირება არის ის უპირატესობა, რომელიც ნაკლოვანებებს ფარავს და ეხმარება მოიპოვოს მომხმარებლის ნდობა და სიყვარული. ლოტე საკონდიტრო, ისევე როგორც ლოტე გრუპი ჩართულია მრავალ სოციალურ მოხალისეობრივ საქმიანობაში, მათ შორის ყოველწლიურად თანხას რიცხავს ვიეტნამელი ბავშვების ფონდში, ასევე აფინანსებს ნაციონალურ ბეისბოლს, ნაციონალურ კინო-ტელე ინდუსტრიის მრავალ პროექტს და სხვა. ლოტეს შიდა ადამიანური რესურსების მენეჯმენტი ზრუნავს დასაქმებულთა ცხოვრების დონისა და ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ლოტე იქცა კომპანიად, სადაც მუშაობა პრივილეგიაა და თავად სახელი უკვე მიმზიდველია მრავალი მაღალკვალიფიციური კადრისათვის.

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამი კუბლაშვილი
მარიამი კუბლაშვილი
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0