" 28-31 იანვრის პერიოდი განსაკუთრებით ყურადსაღებია" - ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში მერკურის რეტროგადულობის შესახებ წერს და ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო 1 თვის განმავლობაში სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
როგორც ვაწაძე აღნიშნავს, თუ ვინმეს რაიმე მნიშვნელოვანი აქვს დააგეგმილი ახლო მომავალში, სჯობს 21 თებერვლამდე გადადოს.
"მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში გადადის!
30 იანვრიდან 21 თებერვლამდე კომუნიკაციისა და ინფორმაციის მმართველი პლანეტა, მერკური ე.წ. რეტროგრადულ მოძრაობაშია, თუმცა მისი გავლენა შესაძლოა 1-2 კვირით ადრეც კი იგრძნოთ
მერკური პასუხისმგებელია კომუნიკაციაზე, კონტაქტებზე, აზროვნებაზე, მეტყველებაზე, ინფორმაციაზე, ხელშეკრულებებზე, საბუთებზე, მგზავრობაზე, სწავლაზე, ვაჭრობასა და ნათესაურ კავშირებზე, შესაბამისად, ყველა პროცესი, რომელიც ამ თემებთანაა დაკავშირებული გარკვეული შეფერხებებით წარიმართება. ამიტომ, თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ დაგეგმილი ახლო მომავალში, სჯობს 21 თებერვლამდე გადადოთ.
საერთოდ რეტროგრადული მერკური უფრო ძლიერად ავლენს თავს, როდესაც რეტროგრადულ მოძრაობაში გადასვლის წინ სვლას ანელებს“ ანუ “ჩერდება“, სტაციონალური ხდება და ასევე, დირექტულ მოძრაობაში გადასვლის წინა დღეებში, ანუ..., ვინაიდან 30 იანვარს იწყება მერკურის რეტროგრადული ფაზა 28-31 იანვრის პერიოდი განსაკუთრებით ყურადსაღებია.
ყველაზე მეტი ყურადღება მართებთ ბუღალტრებს, მწერლებს, მთარგმნელებს, ასევე ყველას, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია ქაღალდებთან და ციფრებთან, კავშირგაბმულობასთანაა კავშირში ამ პერიოდში შეცდომების დაშვების, დეზინფორმაციის, არასწორი აღქმისა და გადმოცემის მაღალი ალბათობაა . ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ჟურნალისტებს!, პრესას, რადიოს, ტელევიზიას!
გადაამოწმეთ თქვენს მიერ წარმოებული საქმეები. კარგად დარწმუნდით, რომ სწორად გაიგეთ ინფორმაცია და ასევე, გადაამოწმეთ, ხომ სწორად გაიგო თქვენმა ოპონენტმა თქვენი ნათქვამი, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები. ისედაც უამრავი ჭორი, არასწორი ინფორმაციაა მოსალოდნელი ამ პერიოდში. სჯობს გააკონტროლოთ და გადაამოწმოთ ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა, მიღებული ინფორმაცია, ასევე, საკუთარი მეტყველება გაუგებროებისა და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად
ასეთ დროს რთულია ურთიერთგაგება...კონსენსუსის მიღწევა...ყველა თავისას ამბობს, თავის პოზიციაზეა და არ ესმის ოპონენტის, შეუძლებელი ხდება მოლაპარაკება და საერთო ენის გამონახვა. რთულდება ასევე ახალი ცოდნის მიღება, კონცენტრირება, სამუშაოში ჩართვა, გულის დადება. ადამიანი მოუსვენარი, აფორიაქებულია
შეეცადეთ არანაირ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ან საბუთებს არ მოაწეროთ ხელი, მით უფრო, თუ ეს შენაძენს, ან ზოგადად ვაჭრობის სფეროს ეხება – დიდია ალბათობა რაღაც ისე არ წავიდეს, როგორც გეგმავდით, იყოს გაურკვევლობები და შეფერხებები, თუ თუ მაინც გიწევთ გარიგების დადება – ათასჯერ გადაამოწმეთ და გაეცანით ხელშეკრულების საგანს, შეისწავლეთ თითოეული პუნქტი სრულყოფილად ნუ გასცემთ დაპირებებს - შემდეგ რთული იქნება მათი შესრულება
არ არის სასურველი ახალი საიტის გაშვება, ჟურნალ-გაზეთების გამოცემა, სარეკლამო კამპანიის წამოწყება. თუ არის საშუალება გადადეთ ტექნიკის შეძენა 3 კვირით, რადგან მერკური ამავდროულად ტექნიკაცაა (ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი, მანქანა და ა.შ.) და რეტროგრადულ მერკურზე ნაყიდი ტექნიკა, შესაძლოა ადვილად გაფუჭდეს. და ზოგადად, სიფრთხილით მოეპყარით ნებისმიერ ტექნიკას, არის გაფუჭების, გატეხვის, დავირუსების, დაკარგვის ალბათობა. თავი შეიკავეთ იმპულსური საყიდლებისგან, თუ მაინც გიწევთ შეძენა, კარგად შეამოწმეთ საქონელი წუნზე, მოითხოვეთ გარანტიები
გზებზე სიფრთხილე მართებთ მძღოლებს, ვინაიდან შესაძლოა საცობების წარმოქმნა, დაბნეული, არაადეკვატური ქცევა სხვათა მხრიდან, შესაბამისად, არის მეტი ავარიის ალბათობა და ისედაც, შეამოწმეთ თქვენი ავტომობილი, შეირბინეთ პროფილაქტიკაში
კიდევ, გაფრთხილდით, არ გახდეთ ქურდობის, ფულადი მაქინაციების მსხვერპლი.
სამაგიეროდ, ამ პერიოდში კარგი იქნება დაუმთავრებელი, გაწელილი საქმეების დასრულება, მოუწესრიგებელი საბუთების მოწესრიგება, ადრე მიცემული სიტყვის შესრულება
ჯანმრთელობის მხრივ ყურადღება მართებს სასუნთქ გზებს, ნერვულ სისტემას, ხელებს. თუ სასიცოცხლო ჩვენება არ არის, სჯობს 22 თებერვლამდე გადადოთ ქირურგიული ჩარევა, მკურნალობის დაწყება, კვლევები
პერიოდი კარგია იმ სტუდენტებისთვის, ვისაც საგნის გადაბარება სჭირდება, ან იმ ცოდნის გასაღრმავებლად, რომლის ათვისებაც ადრე დაიწყეთ, თუმცა მერე თავი მიანებეთ.
თუ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება მერკურის რეტროგრადულ პერიოდს ემთხვევა, დიდი ალბათობით ეს ურთიერთობა მალე დასრულდება. ნუ გამოცდით ბედს, პირველი პაემანი სჯობს 21 თებერვლის შემდეგ დაგეგმოთ
ამ პერიოდში შესაძლოა ძველმა ნაცნობებმა შეგახსენოთ თავი და ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა (თუმცა, შესაძლოა დროებით) და ასევე, თუ წარსულში რაღაც მიზეზეზთა გამო გაწყდა ვინმესთან ურთიერთობა და გაგრძელება გსურთ - ურთიერთობების აღდგენა შეგიძლიათ ამ პერიოდში სცადოთ.
პერიოდი კარგია ადამიანებისთვის, ვისაც ჰოროსკოპში რეტრო მერკური ჰყავს, მათ უამრავი ახალი შესაძლებლობა მიეცემათ. მათთვის პირიქით, ერთ – ერთი საუკეთესო პერიოდი დგება. გამოიყენეთ! სხვებისთვის კი ეს ცოტა აბდა-უბდა, გაუგებარი პერიოდია. გვჭირდება მეტი კონცენტრაცია, მეტი სიცხადე და ინფორმაციის გადამოწმება.
წარმატებები თქვენ! სიკეთე გქონოდეთ! "- წერს ქეთი ვაწაძე.