სალათები იასამნისფერი სალათი ჭარხლითა და ნივრით 2021, 29 იანვარი, 15:50 საჭირო პროდუქტები: ჭარხალი - 1.5 ცალი; ნიორი - 1-2 კბილი; მაიონეზი - 1 სუფრის კოვზი; მარილი - მწიკვი; დაფქული წიწაკა - მწიკვი; მომზადება: მოხარშული ჭარხალი წვრილად დახეხეთ. დაამატეთ დანაყილი ნიორი, მარილი და დაფქული წიწაკა. მოურიეთ მასას. ნივრის კბილების ოდენობა შეგიძლიათ, თვითონ განსაზღვროთ (დაამატოთ, ან შეამციროთ მასაში). ნივრიან ჭარხალს მოასხით მაიონეზი და მოურიეთ. ჭარხლის ყველაზე მარტივი სალათი მზადაა. ჭარხლის სალათის სუფრაზე მიტანამდე, გადააფარეთ მას თავსახური, ან საცხობი ქაღალდი და შედგით საყინულეში 2 საათით. ასე სალათი გაცილებით გემრიელი იქნება. გემრიელად მიირთვით! 93 შეფასება არ არის
|