ანტარქტიდა 90 მლნ. წლის წინ (+ ვიდეო)
ანტარქტიდა — მკაცრი კლიმატური პირობების მხარეა, რომლის სახელის გაგონებაზე, ადამიანს თეთრი დათვების, პინგვინების და საუკუნოვან ყინულზე მოსრიალე ძაღლის მარხილების ასოციაციები უჩნდება. გამბედავი მკვლევარები, გასული საუკუნის დასაწყისში, ამ არასტუმართმოყვარე მატერიკზე ჩასასვლელად, წარმოუდგენელ სირთულეებს ლახავდნენ. ხოლო ახლა, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, მეცნიერაბს ახალი და წარმოუდგენელი აღმოჩენების გაკეთების საშუალებას აძლევს.
![ანტარქტიდა 90 მლნ. წლის წინ (+ ვიდეო) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202102/2021020209011173439.jpg)
ძნელი დასაჯერებელია, რომ შორეულ წარსულში, ანტარქტიდაზე სულ სხვა გარემო იყო და რომ, დღევანდელი ყინულოვანი საფარის ადგილზე, მცენარეები იზრდებოდა და სიცოცხლე ჩქეფდა!
როგორც პალეონტოლოგები და ძველი ეპოქის სხვა მკვლევარები ამტკიცებენ, ეს ყინულოვანი მხარე ყოველთვის ასეთი არ იყო. ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინ, მისი ლანდშაფტი ტროპიკულ ტყეს უფრო მეტად ჰგავდა, ვიდრე საყინულის შიდა კამერას. ხოლო, ატმოსფეროს ტემპერატურა, ბევრად უფრო მაღალი იყო.
ანტარქტიდის ლანდშაფტი წარსულში
როგორც გაირკვა, დაახლოებით, 90 მლნ. წლის წინ, კონტინენტის კლიმატი რბილი და ზომიერი იყო. ქანების მოპოვებული ნიმუშების მიხედვით, იქ მცენარეები მეფობდნენ და უამრავი სახეობის ცხოველი ბინადრობდა. მოკლედ რომ ვთქვათ, — სიცოცხლე ყვაოდა...
საერთაშორისო ექსპედიციის ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში გეოლოგები და პალეონტოლოგები იყვნენ, ღრმა ბურღვის მეთოდით, ყინულის სქელი ფენები გაბურღეს, რომ მის ქვეშ დამარხული წარსულის საიდუმლო აღმოეჩინათ. მეცნიერები ამუნდსენის ზღვაზე, პაინ აილენდის მყინვარის სიახლოვეს, ყინულმჭრელ RV Polarstern-ზე მუშაობდნენ.
ყინულმჭრელი RV Polarstern
ბურღვის პროცესზე დაკვირვება, საკონტროლო კონტეინერში
ჩატარებული კვლევის დროს, ყველაზე საინტერესო აღმოჩენად უჩვეულო შეფერილობის ნიმუში ითვლება. მეცნიერებმა, იმისთვის, რომ მისი საიდუმლო ამოეხსნათ, ტომოგრაფიული კვლევა ჩაატარეს. შედეგად, გაირკვა, რომ ე. წ. «ფესვის ქვა» — მართლაც კარგად შემონახული მცენარის ნაშთი იყო, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა, რომ დღევანდელ ანტარქტიდაზე, წარსულში, თითქმის ისეთივე კლიმატური პირობები იყო, როგორიც დღეს ახალი ზელანდიის სამხ. კუნძულზეა.
![ანტარქტიდა 90 მლნ. წლის წინ (+ ვიდეო) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202101/2021013023340873439.jpg)
ასე გამოიყურებოდა ჩვენი პლანეტის სამხრეთ ნაწილი, დაახლოებით 90 მლნ. წლის წინ.
ტროპიკული ტყეების ნაშთების გარდა, მეცნიერებმა ქანებში წიწვოვანი და სხვა მცენარეების ნაშთები და მიკროორგანიზმები აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ განამარხებული ცხოველების აღმოჩენა ვერ მომხდარა, მათ სჯრათ, რომ შორეულ წარსულში, ანტარქტიდაზე დინოზავრები, მფრინავი ხვლიკები და მწერები ბინადრობდნენ.
როგორც ამბობენ, დღევანდელ სამხ. პოლუსზე, ზაფხულში ტემპერატურა 25 გრადუსს აღემატებოდა, ხოლო ზამთარში, ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურები არ უნდა ყოფილიყო. ხოლო, საშუალო წლიური ტემპერატურა, დაახლოებით, 12-13 გრადუსი იყო.
ასე გამოიყურებოდა დას. ანტარქტიდა 70 მლნ. წლის წინ
დღეს, ანტარქტიდაზე, ოთხი თვის მანძილზე, მზის სხივი საერთოდ ვერ ხვდება. ხოლო, აღმოჩენილი ნაშთები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ კონტინენტს, მილიონობით წლის წინ, სხვა მდებარეობა ეკავა ან დედამიწის წარმოსახვითი ღერძი სხვა მიმართულებით იყო დახრილი, რადგან პოლარული ღამის პირობებში, მცენარე ვერ გაიხარებდა.
დედამიწა ახლაც აგრძელებს განვითარებას და ცვლილებას. დროის გარკვეულ მონაკვეთებში, უცვლელი არაფერი რჩება. ჩვენ დღეს იმას განვიცდით, რომ პლანეტაზე სიტუაცია გლობალური დათბობის გამო იცვლება, მაგრამ ეს მეტად მარტივი მტკიცებულებაა, რადგან იქ, სადაც დღეს კილომეტრიანი ყინულის საფარია, ოდესღაც, ტროპიკული ტყეები და დინოზავრების სახლი იყო, მაგრამ ეს გარემო, ადამიანის ჩარევის გარეშე შეიცვალა... და გვინდა ეს ჩვენ, თუ არა, ბუნება თავადაც იცვლება!
![ანტარქტიდა 90 მლნ. წლის წინ (+ ვიდეო) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202102/2021020116280673439.jpg)
![ანტარქტიდა 90 მლნ. წლის წინ (+ ვიდეო) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202102/2021020116281373439.gif)
![ანტარქტიდა 90 მლნ. წლის წინ (+ ვიდეო) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202102/2021020116282073439.jpg)
![ანტარქტიდა 90 მლნ. წლის წინ (+ ვიდეო) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202102/2021020116282973439.png)
![ანტარქტიდა 90 მლნ. წლის წინ (+ ვიდეო) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202102/2021020116283573439.png)
![ანტარქტიდა 90 მლნ. წლის წინ (+ ვიდეო) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202102/2021020116284273439.png)
![ანტარქტიდა 90 მლნ. წლის წინ (+ ვიდეო) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202102/2021020116284973439.png)