საბუნებისმეტყველო ანტარქტიდა 90 მლნ. წლის წინ (+ ვიდეო) 2021, 2 თებერვალი, 10:07 ანტარქტიდა — მკაცრი კლიმატური პირობების მხარეა, რომლის სახელის გაგონებაზე, ადამიანს თეთრი დათვების, პინგვინების და საუკუნოვან ყინულზე მოსრიალე ძაღლის მარხილების ასოციაციები უჩნდება. გამბედავი მკვლევარები, გასული საუკუნის დასაწყისში, ამ არასტუმართმოყვარე მატერიკზე ჩასასვლელად, წარმოუდგენელ სირთულეებს ლახავდნენ. ხოლო ახლა, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, მეცნიერაბს ახალი და წარმოუდგენელი აღმოჩენების გაკეთების საშუალებას აძლევს. ძნელი დასაჯერებელია, რომ შორეულ წარსულში, ანტარქტიდაზე სულ სხვა გარემო იყო და რომ, დღევანდელი ყინულოვანი საფარის ადგილზე, მცენარეები იზრდებოდა და სიცოცხლე ჩქეფდა! როგორც პალეონტოლოგები და ძველი ეპოქის სხვა მკვლევარები ამტკიცებენ, ეს ყინულოვანი მხარე ყოველთვის ასეთი არ იყო. ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინ, მისი ლანდშაფტი ტროპიკულ ტყეს უფრო მეტად ჰგავდა, ვიდრე საყინულის შიდა კამერას. ხოლო, ატმოსფეროს ტემპერატურა, ბევრად უფრო მაღალი იყო. ანტარქტიდის ლანდშაფტი წარსულში
ყინულმჭრელი RV Polarstern ბურღვის პროცესზე დაკვირვება, საკონტროლო კონტეინერში
ასე გამოიყურებოდა ჩვენი პლანეტის სამხრეთ ნაწილი, დაახლოებით 90 მლნ. წლის წინ.ტროპიკული ტყეების ნაშთების გარდა, მეცნიერებმა ქანებში წიწვოვანი და სხვა მცენარეების ნაშთები და მიკროორგანიზმები აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ განამარხებული ცხოველების აღმოჩენა ვერ მომხდარა, მათ სჯრათ, რომ შორეულ წარსულში, ანტარქტიდაზე დინოზავრები, მფრინავი ხვლიკები და მწერები ბინადრობდნენ. ასე გამოიყურებოდა დას. ანტარქტიდა 70 მლნ. წლის წინდღეს, ანტარქტიდაზე, ოთხი თვის მანძილზე, მზის სხივი საერთოდ ვერ ხვდება. ხოლო, აღმოჩენილი ნაშთები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ კონტინენტს, მილიონობით წლის წინ, სხვა მდებარეობა ეკავა ან დედამიწის წარმოსახვითი ღერძი სხვა მიმართულებით იყო დახრილი, რადგან პოლარული ღამის პირობებში, მცენარე ვერ გაიხარებდა. დედამიწა ახლაც აგრძელებს განვითარებას და ცვლილებას. დროის გარკვეულ მონაკვეთებში, უცვლელი არაფერი რჩება. ჩვენ დღეს იმას განვიცდით, რომ პლანეტაზე სიტუაცია გლობალური დათბობის გამო იცვლება, მაგრამ ეს მეტად მარტივი მტკიცებულებაა, რადგან იქ, სადაც დღეს კილომეტრიანი ყინულის საფარია, ოდესღაც, ტროპიკული ტყეები და დინოზავრების სახლი იყო, მაგრამ ეს გარემო, ადამიანის ჩარევის გარეშე შეიცვალა... და გვინდა ეს ჩვენ, თუ არა, ბუნება თავადაც იცვლება! 1076 3-ს მოსწონს
|