x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვისაც უფულოდ მგზავრობა გინდათ შემეხმიანეთ" - ნახეთ, რა მიმართვას ავრცელებს ირინა სარიშვილი

image


ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს ავრცელებს და ყველა იმ ადამიანს მიმართავს ვისაც უფულოდ მგზავრობა ან ურიგოდ რამის აღება სურს, პოლიტიკოსი საზოგადოებას იმ ამბავს უზიარებს რომელიც მას ტაქსიში, სულ ცოტა ხნის წინ, თავად გადახდა. უცვლელად გთავაზობთ სარიშვილის ფეისბუქპოსტს იმის შესახებ თუ როგორ უნდა იმგზავროთ ტაქსით ისე რომ ფული არ გადაიხადოთ: "დღეს ტაქსიში ჩავჯექი თუ არა, მძღოლმა პირბადე თვალებამდე აიწია, ხელზე სითხე დაისხა და 5 წუთი იზელდა. მერე დაძრა მანქანა, მე გულგახეთქილი ვზივარ, დახველება მინდა და ტავს ვიკავებ რო გული არ გაუსკდეს. ბოლოს რო გავლურჯდი და მივხვდი რო ვიხრჩობოდი, ნაზად ჩავახველე – სკამიანად შეხტა. ცოტა ხანი ვიკავე თავი მორიგ გალურჯებამდე, მერე კიდე დავახველე, ამჯერად ორჯერ და თვალები გადმოყარა. დავაპირე ახსნა რომ ბრონქიტი მაქვს და ტემპერატურის ცვლილებაზე მიტყდება ხველა და არ შეგეშინდეთმეთქი და როგორც კი პირი გავაღე, უკვე მივხვდი რო ტაქსიში სიკვდილი არ მინდოდა და მივუშვი ხველა. ხოდა არ ვამეტებ – თავზე გადაისხა ის სითხე – მიმიყვანა ადგილამდე, არ მინდა ფულიო, აბა ჩემ გადაწოდებულს ხელს ხო ვერ მოკიდებდა და გაუჩინარდა. მოკლედ, ვისაც უფულოდ მგზავრობა ან ურიგოდ რამის აღება გინდათ, ინბოქსში შემეხმიანეთ"- წერს სარიშვილი.








0
97
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
97