x
image
მაია 24
ამაღამ 2021-ის პირველი სავსემთავრეობაა - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს და ვინ რა უნდა მოიმოქმედოს საკუთარი კეთილდღეობისთვის
image


2021 წლის პირ­ველ სავ­სემ­თავ­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 28 იან­ვარს 23:16 სა­ათ­ზე ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში. ახლა მზე მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში იმ­ყო­ფე­ბა და იქ დარ­ჩე­ბა 18 თე­ბერ­ვლამ­დე. შე­სა­ბა­მი­სად, აქ­ტი­უ­რია მერ­წყუ­ლის მმარ­თვე­ლი ურა­ნი და თავს ცუ­დად გრძნობს მზე. გი­ლო­ცავთ ყვე­ლა მერ­წყულს იუ­ბი­ლეს, ორი­გი­ნა­ლუ­რი და პო­ზი­ტი­უ­რი სი­ურპრი­ზე­ბით აღ­სავ­სე წელი გქონ­დეთ.


მზე კი ლომი, სა­დაც ახლა სავ­სემ­თავ­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით, არის ძლი­ერ პო­ზი­ცი­ა­ში. ზო­გა­დად ლომი არის შე­მოქ­მე­დე­ბა, ტა­ლან­ტი, თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია, ლი­დე­რი. ის მუდ­მი­ვად არის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. უყ­ვარს სა­ჩუქ­რე­ბის მი­ღე­ბაც და გა­ცე­მაც, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მო­წყო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ბავ­შვებ­თან და თა­ვა­დაც ხში­რად არი­ან ბავ­შვუ­რე­ბი. ახა­სი­ა­თებთ ეგო­ცენ­ტრიზ­მი, ბა­ქი­ბუ­ქო­ბა, უყ­ვართ ქა­თი­ნა­უ­რე­ბი, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის ყუ­რა­დღე­ბა და აღი­ა­რე­ბა. არი­ან გუ­ლუხ­ვე­ბი, ოპ­ტი­მის­ტუ­რე­ბი. ლომი მეფე და დე­დო­ფა­ლია.


სავ­სემ­თავ­რე­ო­ბის დროს მზე და მთვა­რე ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბა ლომი-მერ­წყუ­ლის ღერძზე და მთა­ვა­რია, და­ვიც­ვათ ბა­ლან­სი შემ­დეგ სფე­რო­ებ­ში: ეგო­იზ­მი და ალ­ტრუ­იზ­მი; ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბა და უნი­კა­ლუ­რო­ბა; ადა­მი­ა­ნი და კოს­მო­სი; ლი­დე­რი და გუნ­დი; სიყ­ვა­რუ­ლი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, პი­როვ­ნე­ბა და კო­ლექ­ტი­ვი და ა.შ. ადა­მი­ა­ნებ­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა ისე­თი თვი­სე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია, შე­მოქ­მე­დე­ბა, მე­გობ­რუ­ლო­ბა, ბავ­შვუ­რო­ბა.


სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი, იყა­ვით მზრუნ­ვე­ლე­ბი ბავ­შვე­ბის მი­მართ. გა­გე­ბით მო­ე­კი­დეთ მათ სურ­ვი­ლებს და ეცა­დეთ, კი არ გა­აკ­რი­ტი­კოთ, არა­მედ შე­ა­ქოთ, კომ­პლი­მენ­ტე­ბით აავ­სოთ. არა­ნა­ი­რი დას­ჯა და მათი შე­უ­რა­ცხყო­ფა, გან­სა­კუთ­რე­ბით, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის თან­დას­წრე­ბით. აგ­რეთ­ვე, იყა­ვით სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მა­რათ ლო­ი­ა­ლუ­რე­ბი, თქვენც ხომ გუ­ლის სიღ­რმე­ში ბავ­შვი ხართ და მო­ფე­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად გჭირ­დე­ბათ.


სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე გარ­და იმი­სა, რომ ემო­ცი­უ­რო­ბა მო­მა­ტე­ბუ­ლია, რამ­დე­ნი­მე პლა­ნე­ტა ცუ­დად უპი­რის­პირ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს. პირ­ველ რიგ­ში ვახ­სე­ნოთ აგ­რე­სი­უ­ლი მარ­სი , რო­მე­ლიც კუ­როს ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში იმ­ყო­ფე­ბა, 20 იან­ვარს იგი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბის პლა­ნე­ტა ურანს შე­უ­ერ­თდა, 29-ში კი ლი­ლიტს (ში­შე­ბი და ცდუ­ნე­ბე­ბი) შეხ­ვდე­ბა. ვი­საც კუ­როს, ლო­მის, მო­რი­ე­ლის ან მერ­წყუ­ლის ნიშ­ნე­ბის 8 ან 10 გრა­დუს­ში გყავთ პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი, იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და ფრთხი­ლი.


სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, არის მზი­სა და მთვა­რის და­პირსპი­რე­ბა და მათ კი­დევ ცუ­დად უპი­რის­პირ­დე­ბი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ლი­ლი­ტი, მარ­სი და ურა­ნი. ურა­ნი არის თავ­შე­უ­კა­ვე­ბე­ლი, მო­უ­ლოდ­ნე­ლი. იგი მუ­დამ მო­წა­დი­ნე­ბუ­ლია, ბუნ­ტის­თავ­მა და რე­ფორ­მა­ტორ­მა, და­ან­გრი­ოს ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლი და აა­შე­ნოს ახა­ლი. მარ­სის მხარ­და­ჭე­რით, ძა­ლი­ან სა­ში­ში ხდე­ბა, ანარ­ქი­უ­ლიც კი. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში და პლუს-მი­ნუს 2 დღე, მწყობ­რი­დან გა­მო­ვა ელექტრო­ო­ბა, აი­რე­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა, მოხ­დე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბი და კა­ტას­ტრო­ფე­ბიც კი . მარ­სი­სა და ურა­ნის თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბას კი მხარს უჭერს ლი­ლი­ტი, რო­მე­ლიც უკონ­ტრო­ლე­ბელ ძა­ლას ანი­ჭებს ორი­ვეს. ძა­ლი­ან რომ არ შე­გა­ში­ნოთ, გაფრ­თხილ­დით, თქვენც გექ­ნე­ბათ ყვე­ლაფ­რის გა­ნად­გუ­რე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის, რე­ფორ­მე­ბი­სა და რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბის სურ­ვი­ლი და თქვენს გარ­შე­მო მყო­ფებ­საც. ამი­ტომ, წინ­და­ხე­დუ­ლე­ბა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა. და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის მეტს ვე­რა­ფერს მი­ი­ღებთ. ეს შე­ე­ხე­ბა პირ­ველ რიგ­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას შვი­ლებ­თან, ჩვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან და მე­გობ­რებ­თან. მაქ­სი­მა­ლურ დაკ­ვირ­ვე­ბას ითხოვს ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი. ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე და შეხ­ვედ­რა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის შემ­დეგ, უმ­ჯო­ბე­სია, თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში გა­და­ი­ტა­ნოთ.


კი­დევ ერთი გაფრ­თხი­ლე­ბა, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის პერ­დი­ოდ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ სი­თხე­ებ­თან, ალ­კოჰოლ­თან, მე­დი­კა­მენ­ტებ­თან, ნარ­კო­ტი­კებ­თან, ინ­ფექ­ცი­ებ­თან და ვირუ­სებ­თან. მო­ე­რი­დეთ კა­მათს რე­ლი­გი­ურ და იდე­ო­ლო­გი­ურ თე­მებ­ზე. სხვა­თა შო­რის, ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას მი­ე­ცე­მა შან­სი, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­კუ­თა­რი მი­ზა­ნი. და­ბო­ლოს, კი­დევ ერთი მი­ნიშ­ნე­ბა, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღეს, 28 იან­ვარს , ვე­ნე­რა (სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ჰარ­მო­ნი­ის პლა­ნე­ტა) უერ­თდე­ბა პლუ­ტონს (ძი­რე­უ­ლი ძვრე­ბი, უმარ­თა­ვი სიძ­ლი­ე­რე, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა). ამი­ტომ, ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­გა­კონ­ტრო­ლებთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, ფი­ნან­სურ თე­მებ­ში, პარტნი­ო­რებ­ში მო­ი­მა­ტებს სექ­სუ­ა­ლუ­რად დო­მი­ნი­რე­ბის სურ­ვი­ლი.


ვის­ზე იმოქ­მე­დებს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად: ვინც და­ი­ბა­და 30 ივ­ლი­სი­დან 5 აგ­ვის­ტოს შუ­ა­ლედ­ში, 27 მარ­ტი­დან 2 აპ­რი­ლის შუ­ა­ლედ­ში, 29 ნო­ემ­ბრი­დან 5 დე­კემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და ისი­ნი, ვისი და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბიც უწევს 27.01-დან-2.02-მდე; 27.04-დან-2.05-მდე და 30.10-დან-5.11-მდე. თუ თქვენს რუ­კა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი ხვდე­ბა ვერ­ძის, ლო­მის, მშვილ­დოს­ნის, კურო, მო­რი­ე­ლი­სა და მერ­წყუ­ლის ნიშ­ნე­ბის 7-12 გრა­დუს­ში. აგ­რეთ­ვე, და­აკ­ვირ­დით, რო­მე­ლი სახ­ლე­ბი აქ­ტი­ურ­დე­ბა ამ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებ­ში.


მშვი­დო­ბი­ან სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას გი­სურ­ვებთ და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ე­ცა­ნით პროგ­ნოზს თქვე­ნი ნიშ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რათა უკეთ მარ­თოთ სა­კუ­თა­რი თავი და საქ­მე­ე­ბი.



ვერძი


პირადი ინტერესების გამო ნუ დაძაბავთ დამოკიდებულებას იმ კოლექტივში (სამეგობრო წრე), თანამოაზრეთა ჯგუფში, რომლის წევრიც ხართ. მოძებნეთ ბალანსი საკუთარ და სხვათა ინტერესებს შორის. ყურადღებით მართეთ ფინანსური საკითხები. უმჯობესია, თუ ყველაფერს სავსემთვარეობის შემდეგ მოაგვარებთ. მეტი მზრუნველობა და სიყვარული გამოავლინეთ თქვენი შვილებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ.


კურო


საოჯახო და სამსახურის საქმეები ისე გადაანაწილეთ, რომ არც ერთი არ დაგიზარალდეთ. იყავით მზრუნველი ოჯახის წევრების მიმართ, მაგრამ კარიერულ წინსვლასაც ნუ დაივიწყებთ. მართალია, ცოტა რთულია, მაგრამ უნდა შეძლოთ. იზრუნეთ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, არ გადაიღალოთ ემოციურად.


ტყუპი


დააბალანსეთ კომუნიკაცია და ურთიერთობები. დაახარისხეთ ის ინფორმაცია, რასაც ახლა მიიღებთ. თავადაც ყურადღებით გაეცით ახალ ამბებს. გამონახეთ მეტი დრო დოკუმენტების შესაგროვებლად, სწავლისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა, მათთან, ვისთანაც ყოველდღიური შეხება გაქვთ და აგრეთვე მათთან, ვინც თქვენგან შორსაა ან პატივსაცემია თქვენთვის.


კირჩხიბი


ფინანსური საკითხები ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. ბალანსი უნდა დაიცვათ შემოსავალ-გასავალში. უნდა აკონტროლოთ საკუთარი ფულიც და პარტნიორისაც. დაფიქრდით, რამ შეიძლება მოგიტანოთ მატერიალური კეთილდღეობა. ზოგიერთმა შეიძლება ფულის დაბანდება გადაწყვიტოს და აი, აქ მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ. კარგი იქნება, თუ ფულის (მცირესაც კი) გადანახვასაც მოახერხებთ.


ლომი


დაიცავით ბალანსი საკუთარ თავსა და იმ კოლექტივს შორის, სადაც ტრიალებთ. უნდა იყოთ სოლისტი, მაგრამ იმ ბენდის ინტერესებიც გაითვალისწინოთ, ვისთან ერთადაც მღერით. მეტი დრო უნდა დაუთმოთ ბიზნესს, მიზნებს, კარიერას. ყურადღება გმართებთ სასიყვარულო და ბიზნესპარტნიორებთან. გახსოვდეთ, რომ ერთად და შეთანხმებულად უფრო მეტ საქმეს გააკეთებთ, ვიდრე ცალ-ცალკე.


ქალწული


სავსემთვარეობა დაგაფიქრებთ, როგორ აისრულოთ ოცნებები და მიიღოთ მათგან სარგებელი. იყავით კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების მიმართ. განსაკუთრებით, ახლობლებს დაეხმარეთ უანგაროდ. კარგ შედეგს მოგიტანთ სულიერი პრაქტიკები, მაგრამ მათ გამო ნურც ყოველდღიურ ვალდებულებებს დაივიწყებთ. გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა.


სასწორი


გაფრთხილდით, რომ თქვენი პირადი ინტერესები არ შეეჯახოს თქვენი მეგობრებისას ან იმ კოლექტივისას, რომელშიც მოღვაწეობთ. გარდა ამისა, უნდა მოაწესრიგოთ კრედიტებთან, გადასახადებთან, საბანკო სექტორთან, მემკვიდრეობასთან, ფულად დაბანდებასთან დაკავშირებული საკითხები. ყურადღება მიაქციეთ დამოკიდებულებას მეგობრებთან.


მორიელი


კარიერა და ბიზნესი დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს თქვენგან, მაგრამ არ გაქვთ უფლება, ოჯახის წევრები და შინაურული ვალდებულებები მიატოვოთ. იზრუნეთ მშობლებზეც. ყურადღება გმართებთ სასიყვარულო და საქმიანი პარტნიორების მიმართ. მოერიდეთ მათთან საქმეების, ურთიერთობების გარკვევას. უფრო მეტიც, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მათთან.


მშვილდოსანი

დაფიქრდებით, რის მიღწევას შეძლებთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ. ინფორმაციის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. აგრეთვე გაიჩენთ ახალ მეგობრებს. მათი დახმარებით თვალსაწიერის გაფართოებას შეძლებთ. იყავით მობილიზებული განვითარებისთვის, დაწყებული პროექტების განვითარებისთვის. გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი და ნურც დასვენებას დაივიწყებთ.


თხის რქა


პარტნიორის ფულები სიფრთხილით უნდა განკარგოთ - დახარჯოთ ან დააბანდოთ. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოს ფული დაზღვევისგან, ბანკისგან ან მემკვიდრეობით. დაფიქრდით, რამ შეიძლება მოგიტანოთ ფული. გარდა ამისა, მეტი მოვლა-პატრონობა გმართებთ შვილების და საყვარელი ადამიანის მიმართ. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გასცეთ სითბო და მზრუნველობა არა სიტყვით, არამედ საქმით.


მერწყული


პარტნიორული ურთიერთობა (საქმიან და სასიყვარულო) და პირადი ინტერესები გახდება უპირველესი. დაიცავით თქვენი მიზნები, ინტერესები, მაგრამ პარტნიორებსაც ნუ დააკნინებთ. პირიქით, გააძლიერეთ კავშირი, სთხოვეთ დახმარება და ასე უფრო სწრაფად და ერთად მიუახლოვდებით სასურველს. გარდა ამისა, ყურადღებას ნუ მოაკლებთ ოჯახის წევრებს და განსაკუთრებით, დედას. თუ თქვენი საქმიანობა კონსულტირებასთანაა კავშირში კლიენტების მიმართაც გმართებთ დაკვირვება, დაეხმარეთ, მაგრამ საკუთარ თავს ნუ დაიზარალებთ, დაიცავით ბალანსი.


თევზები


მეტი ყურადღება გმართებთ ყოველდღიური საქმეებისადმი, ვალდებულებებისადმი და ჯანმრთელობისადმი. მოიმატებს ენერგიულობა, გაგიჩნდებათ რაღაცის უკეთ კეთების სურვილი. თუ მოინდომებთ, სამსახურის საქმეებსაც იდეალურად გაართმევთ თავს და დროც დაგრჩებათ, რომ შემოქმედებითი იდეები განახორციელოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ადამიანებთან, ვისთანაც ყოველდღიური შეხება გაქვთ. დააკვირდით ინფორმაციებს, რასაც გასცემთ და იღებთ.


ასევე ნახეთ:



2021 წლის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვისთვის იქნება ხარის წელი წარმატებული


ზოდიაქოს რომელ ნიშანს რას მოუტანს 2021 წელი? - ახალი წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან



ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის



2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი - რა პრაქტიკული წესების დაცვა დაეხმარებათ ზოდიაქოს ნიშნებს წარმატების მოზიდვაში



2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვით



რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - "გლობალური ცვლილებები, მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება"




2021 წლის 5 საბედისწერო ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის - ასტროლოგები გვაფრთხილებენ!





ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
737
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
737
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0