საზოგადოება ყველა ადამიანში სახლობს იუდა 2021, 27 იანვარი, 0:23 უძლიერესი მანკიერება ჩვენი - კავშირის დაკარგვა საკუთარ სულთან, ყოფის დასაბამიერ მოდუსთან, რაც შემდგომში ძალიან ძვირი გვიჯდება! ჩვენ ვიწყებთ ჩაშენებას გარემომცველ სამყაროში, მორგებას იმ ადამიანებთან, იმ პირობებთან, რომლებთანაც და რომელშიც ნებით თუ იძულებით გვიწევს არსებობა. თანდათან, ნელ-ნელა ვიქცევით ქამელეონებად, რომლებიც თავს მუდმივად ცვალებადი გარემო პირობების ფერთან შეთანწყობილად იღებავენ. თითოეული ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში სახლობს ერთი მოღალატე, რომელიც მზად არის, დათმოს პრინციპები და მსხვერპლი გაიღოს ადაპტაციისთვის, აღიარებისთვის, შექებისთვის და თუნდაც გარედან ზეწოლის შესუსტებისთვის.... ყველა ადამიანში სახლობს იუდა. სწორედ მისი დამარცხებაა გმირობა! 6 1-ს მოსწონს
|