პოეზია ბევრმა უმღერა კომუნისტებს, ბევრიც ძალით ამღერეს, მაგრამ ის ლამის ერთადერთი იყო, ვინც ვერაფრით მოათვინიერეს 2021, 26 იანვარი, 2:40 ![]() მისი მეგობარი იხსენებდა - მესტუმრა ღამის გასათევადო. რომ დაწვა და დაიძინა, ლამპა ჩავაქრე, ნავთი ჭირდა იმხანობასო. შუაღამისას ტერენტის კივილმა გამაღვიძაო. თურმე სიბნელის ფობია ჰქონია. ლამპა ავუნთე და დამშვიდდა, თან მთხოვა - არ ჩააქრო, გინდ დამეძინოსო. ორივე შემთხვევა ძალიან მახასიათებელია მისი. პირველში იგი ამბოხებულია იმ არტახების მიმართ, რომელსაც გრიგოლი ნებსით და სიამოვნებით ატარებდა. მე ცალსახად ტერენტის მხარეს ვარ. მეზიზღება ზიზიპიპილო ქცევის კაცები. ნიცშეს გახამებული მანჟეტები თუ არ ეკეთა, საშინლად ნერვიულობდა თურმე . მეორე შემთხვევა არის ჩვეულებრივი ფობია, სიბნელის შიში. განსაკუთრებით იმიტომ მიყვარს, რომ თვით ასეთმა შიშმა სიკვდილისამ ვერ აიძულა სხვასავით ბოლშევიკების მეხოტბე გამხდარიყო პაოლოს ძმა, სიმონიკა, კოჯრის მთაზე შეაკვდა რუსებს და პაოლომ კომუნისტების მთავარი იდეოლოგის პოსტი დაიკავა, მწერალთა კავშირის მდივანი გახდა და ნიჭიერად ემსახურა ძმის მკვლელებს. თუმცა ბოლო ნაბიჯით გამოისყიდა ყველაფერი. აი ტერენტი კი ვერ მოათვინიერეს. ყოველ შემთხვევაში. მე არ შემხვედრია მისი სახოტბო პოეზია. ჰო, ჩემმა მშობლებმა ტერენტის საფლავზე გაიცნეს ერთმანეთი გიორგობა დღეს. მომდევნო წლის გიორგობას დავიბადე. ბიჭი რომ ვყოფილიყავი, გიორგის არა, ტერენტის კი ნამდვილად დამარქვემდნენ, რადგან რაც თავი მახსოვს, ყოველ გაზაფხულზე ტერენტის საფლავზე იები დაგვაქვს. არ შეიძლება იყო გრძნობებით სავსე ადამიანი, ეგზისტენციურად აზროვნებდე ხანდახანნ მაინც და არ გიყვარდეს ტერენტი გრანელი 485 5-ს მოსწონს
|