ტესტები მხოლოდ 1 კითხვა განსაზღვრავს, გაქვთ თუ არა დეპრესია 2021, 26 იანვარი, 18:23 დეპრესია ოჯახურ ცხოვრებასა და სამსახურზე უარყოფით გავლენას ახდენს. სამწუხაროდ, ადამიანების 80 %–მა, რომლებმაც დეპრესია გადაიტანეს, შეიძლება დეპრესია კვლავ განიცადონ.
მეცნიერებმა მარტივი მეთოდი იპოვეს იმის დასადგენად, გემუქრებათ თუ არა დეპრესია.
ტესტი დეპრესიაზე
ამ ორ გამოსახულებას შეხედეთ. პირველ რიგში, რომელმა სახემ მიიქცია თქვენი ყურადღება: ბედნიერმა თუ გაბრაზებულმა? თუ ყურადღება გაბრაზებულ სახეს მიაქციეთ, დეპრესიის მაღალი რისკის ქვეშ ხართ. ნიუ იორკის ბინგჰემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 160 ქალზე ჩაატარეს კვლევა, რომელთაგან 60-ს ისტორიაში დეპრესია ჰქონდა და 100 ჯანმრთელი იყო. მკვლევარებმა მათ ნეიტრალური, გაბრაზებული, მოწყენილი და მხიარული გამომეტყველების რიგი ფოტოები აჩვენეს. ტექნოლოგიური დაკვირვებით დაადგინეს, რომ ქალები, რომლებსაც წარსულში დეპრესია აწუხებდათ, გაბრაზებულ სახეებს უფრო ახლოდან ათვალიერებდნენ. მკვლევარებმა ასევე გაარკვიეს, რომ ეს მომდევნო 2 წლის განმავლობაში დეპრესიის განვითარების რისკს ზრდის. სპეციალისტებმა განმარტეს, რომ თუ ყურადღებას ამახვილებთ გაბრაზებულ და გამკიცხავი სახის ადამიანებს, დეპრესიის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებით. კვლევის ფარგლებში ქალებს მთელი 2 წლის განმავლობაში თვალყურს ადევნებდნენ და ქალები, რომლებიც გაბრაზებულ სახებს ყურადღებას აქცევდნენ, დეპრესია უფრო მეტად აწუხებდათ. დეპრესიის ნიშნები ბევრმა არ იცის, თუ როგორ გამოიყურება დეპრესია ან თვლის, რომ დეპრესიის დროს ადამიანს მუშაობა, ყოველდღიური ამოცანების შესრულება არ შეუძლია ან სუიციდური მიდრეკილება აქვს. ეს ყოველთვის სიმართლეს არ შეესაბამება. დეპრესიის მთავარი ნიშნები:
ასევე დაგაინტერესებთ: თუ სწრაფად დამშვიდება გსურთ, სახე ან ზურგი დაინამეთ: ფსიქოლოგის რჩევები 26 კითხვა, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ იყავით ზარმაცები: მარტივი ხრიკი, რომელიც სულის და სხეულის გაახალგაზრდავებაში დაგეხმარებათ რომელ საათზე უნდა დაწვეთ, რომ დილით თავი მხნედ იგრძნოთ ემოციური ძალადობის 30 ნიშანი 2342 1-ს მოსწონს |