x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
2 სასიყვარულო ისტორია, რომლებმაც მსოფლიოს ისტორიის მსვლელობა შეცვალა

ისტორია სავსეა სხვადასხვა სახის მოვლენებით: ძლიერი იმპერიებისა და სახელმწიფოების აღზევება–დაცემიდან – თავბრუდამხვევ სასიყვარულო ურთიერთობებამდე, რომლის ირგვლივ ისეთი ვნებები მძვინვარებდა, რომ... და როდესაც საქმე სიყვარულს და ძალაუფლებას ეხება, როგორც ამბობენ, ყველა მეთოდი მისაღებია. აქ ორ სასიყვარულო ისტორიას გავიხსენებთ, რომელმაც გავლენა მხოლოდ ირგვლივმყოფებზე კი არა, მსოფლიო ისტორიის მსვლელობაზე მოახდინა.


სასიყვარულო სამკუთხედის მიერ შექმნილი ახალი ეკლესია


imageანა ბოლეინი და ჰენრი VIII


imageსაიდუმლო არავისთვის არის, რომ ინგლისის მეფე ჰენრი VIII სასიყვარულო სამკუთხედების შექმნის დიდი ოსტატი იყო. მან, პირველ მეუღლესთან დაშორებისთვის, უდიდესი ძალისხმევა გამოიჩინა და ბოლოს და ბოლოს, საწადელი აისრულა.

ჰენრი VIII მეუღლე და ინგლისის დედოფალი კატალინა არაგონელი (ესპანეთის პრინცესა) ღვთისმოსავი ქალი და მოსიყვარულე მეუღლე იყო, რომელიც მეუღლის ღალატზე, გამუდმებით თვალს ხუჭავდა. მაგრამ, ყველაფერი შეიცვალა, როდესაც მეფეს დედოფლის ფრეილინა, ანა ბოლეინი შეუყვარდა. რადგან მეფე–დედოფალს მხოლოდ ერთი ქალიშვილი (მერი) ჰყავდა და კატალინას მეტი შვილის გაჩენა აღარ შეეძლო, ჭკვიანმა და ცბიერმა ანამ, საქმე ისე მოაწყო, რომ ჰენრი მასზე დაქორწინებულიყო და მხოლოდ მისი საყვარელი არ ყოფილიყო.

მეფემ განქორწინების მოთხოვნით რომის პაპს მიმართა, მაგრამ მისგან უარი მიიღო. ამიტომ, ჰენრი VIII რომთან კავშირი გაწყვიტა და ახალი, ანგლიკანური ეკლესია დააარსა. ამის შემდეგ, როგორც ეკლესიის მეთაურს, საკუთარი თავისთვის განქორწინების მიცემა შეეძლო, რაც ცოტა ხანში, კიდეც განახორციელა... ის ანაზე დაქორწინდა და მათ ქალიშვილი, მომავალი დედოფალი, ელისაბედ I შეეძინათ.


რომის იმპერიის დაბადება


imageკლეოპატრა და კეისრი


imageროგორც ცნობილია ეგვიპტის უკანასკნელ დედოფალს კლეოპატრა VII სასიყვარულო ურთიერთობა მხოლოდ კეისართან კი არა, მის პროტეჟესთან, მარკუს ანტონიუსთანაც ჰქონდა. მაგრამ, ნამდვილი სასიყვარულო სამკუთხედი, კლეოპატრას, მარკუს ანტონიუსსა და მის მეუღლეს, ოქტავიანს შორის შეიქმნა, რომელიც მისი მთავარი კონკურენტის, გაიუს ოქტავიანეს და იყო. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ მტრობა მარკუს ანტონიუსსა და გაიუს ოქტავიანეს შორის, სწორედ იმის გამო დაიწყო, რომ ანტონიუსმა ოქტავიანას მიატოვა.

კეისრის გარდაცვალების შემდეგ, ოქტავიანე და ანტონიუსი რომის სრული კონტროლისთვის იბრძოდნენ. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, მარკუსი ოქტავიანეს დაზე ოქტავიანზე დაქორწინდა და რამდენიმე წლის შემდეგ, სწორედ მისი ძალისხმევით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის, საზავო ხელშეკრულება გაფორმდა. მაგრამ, ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა. ანტონიუსი ლაშქრობაზე წავიდა, კლეოპატრასთან სასიყვარულო ურთიერთობა განაახლა და ცოლ–შვილი მიატოვა. ხოლო, შემდეგ, მეუღლეს გაეყარა კიდეც. მაგრამ, მიტოვებული ქალი მსხვერპლი არ გამხდარა. ის კლეოპატრას კონკურენტად იქცა და საკუთარ ძმასა და ყოფილ ქმარს შორის, კონფლიქტი გაამწვავა, რაც ომით დასრულდა, რომელშიც მარკუს ანტონიუსი და კლეოპატრა დამარცხდნენ. ხოლო, ეგვიპტე ოქტავიანე ავგუსტუსის პირად საკუთრებად გამოცხადდა. ოქტავიანეს გამარჯვების შემდეგ, ის იმპერატორად გამოცხადდა... და რომის იმპერია დაიბადა.



image

არხის სხვა სიახლეები:


* ვიკინგების 5 გამოგონება, რომელსაც დღესაც ვიყენებთ

* რატომ არ სცემდა პატივს მუსოლინი ჰიტლერს?

* საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები ჩვენი წარსულის შესახებ

* სად გაქრა 1 დოლარი? – მარტივი თავსატეხი, რომელსაც ბევრი ვერ უმკლავდება (პასუხი აქვს)

* მეცნიერებმა უძველესი ტაძრის გვირაბებში მოოქრული სფეროები აღმოაჩინეს

* რა სასარგებლო თვისებები აქვს შავ ქიშმიშს და რომელი დაავადებებისგან გვიცავს?

* 7 ფაქტი კოკაინის მეფის პაბლო ესკობარის შესახებ, რომლის ფულს მთელი მსოფლიოს გამოკვება შეეძლო

* 20 ფოტო და ფაქტი, რომლებიც მსოფლიოს სულ სხვა თვალით დაგანახებთ


1
1362
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1362
  
2022, 7 სექტემბერი, 22:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1