x
მეტი
  • 19.10.2021
  • სტატია:115070
  • ვიდეო:354145
  • სურათი:488936
7 ქრისტიანული რწმენა და ტრადიცია, რომელზეც უარი თქვა ეკლესიამ

ქრისტიანული ეკლესია არც ისეთი კონსერვატორულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თევისი 2000 წლიანი არსებობის მანძილზე, რელიგიურმა ტრადიციებმა და რწმენამ არაერთი ცვლილება განიცადა და ზოგიერთ მათგანზე, რომელიც დღეს, შეიძლება, მსუბუქად რომ ვთქვათ, უცნაურად მოგვეჩვენოს, ეკლესიამ დიდი ხნის წინ თქვა უარი. აქ თქვენს ყურადღებას 7 მათგანზე გავამახვილებთ.


1. ბიბლიაზე წვდომა


image


ბიბლია ყოველთვის ისეთი ხელმისაწვდომი არ იყო, როგორც ახლა არის. მაგ., შუა საუკუნეებში მას ჯაჭვით აბავდნენ, რომ მისი მოპარვა აღეკვეთათ. ეს სიტუაცია იმით იყო გამოწვეული, რომ ბერების მიერ გადაწერილი ბიბლია, ძალიან ძვირი ღირდა. ხოლო, მას შემდეგ, რაც საღვთო წერილის ბეჭვდვა დაიწყეს, ასობით წლის მანძილზე იმაზე კამათობდნენ, თუ ვის შეეძლო, მისი წაკითხვის უფლება ჰქონოდა.



2. ოკულტიზმი


image


დღეს ეკლესია ოკულტიზმს გმობს. მაგრამ, იყო დრო, როდესაც ოკულტური მოძღვრება უვნებლად და გარკვეულწილად, სასარგებლოდაც კი ითვლებოდა. XIX საუკუნის ბოლოს კი, ოკულტური მეცნიერებები გასართობად იქცა და სპირიტული სეანსების ჩატარება ბოროტებად არ ითვლებოდა.

XX საუკუნის დასაწყისში, ეკლესიამ ამ მიმდინარეობას ბრძოლა გამოუცხადა და აკრძალა.


3. სხვა ღმერთები


imageimageთავდაპირველად, საღვთო წერილი სხვა ღმერთების არსებობას არ გამორიცხავდა. მაგ., ისეთის, როგორიც ვაალი (უზენაესი ღმერთი, რომელსაც ძველ ქანაანში და ფინიკიაში ეთაყვანებოდნენ) იყო. მაგრამ, მას შემდეგ, რაც კანონიკური ბიბლიის წერა დასრულდა, სხვა ღმერთების აღიარება აიკრძალა.


4. თეთრი იესო



image

ყოველთვის ითვლებოდა, რომ ქრისტე ევროპული გარეგნობის მამაკაცი იყო. თუმცა, სხვა გამოსახულებებიც არსებობდა, რომელიც კანონიკურად არასდროს ითვლებოდა.

არაერთი წყარო არსებობს, რომელშიც ნათქვამია, რომ იესოს აღმოსავლური გარეგნობა ჰქონდა და რომ ქრისტეს საეკლესიო გამოსახულებები, მისი ჭეშმარიტი გარეგნობისგან, ძალიან განსხვავდება. გარდა ამისა, არსებობს თეორიაც, რომლის მიხედვით, იესო ეთიოპიელი იყო.


5. თვითგვემა


image

XII საუკუნეში გაჩნდა ასკეტი-ფანატების რადიკალური ქრისტიანული მოძრაობა, რომელიც ცნობილი «ფლაგელარების» (ლათ. flagellare — «მათრახი, ცემა, წამება») სახელით გახდა. მისი მიმდევრები თვლიდნენ, რომ ცოდვების მონანიების საუკეთესო საშუალება თვითწამება იყო.

ისინი საკუთარ თავს ამათრახებდნენ, რითაც ქრისტეს ცემის იმიტირებას ახდენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რომის პაპმა მალევე გაკიცხა ცოდვების მონანიების აღნიშნული პრაქტიკა, სექტა არსებობას მაინც აგრძელებდა.

თვითგვემის პრაქტიკა კათოლიკურ მიმდინარეობაში დღემე არსებობს. ის ასევე გვხვდება სხვადასხვა რელიგიურ ორდენში და სამხ. ამერიკის ხალხების ზოგიერთ კულტურაში.


6. ინდულგენციის გაყიდვა


image


ინდულგენცია — რომის პაპის მიერ, ცოდვების მისატევებლად გაცემული სიგელი იყო. შუა საუკუნეებში ზოგიერთმა ხარბმა ეპისლოპოსმა, ინდულგენციების გაყიდვით, ხელის მოთბობა გადაწყვიტა.

თანხის გადახდით, «კარმის გასუფთავების» პრაქტიკა 1567 წლამდე გრძელდებოდა, ვიდრე რომის პაპმა პიუს V ის არ აკრძალა.


7. ლილითი


image

ადრეულ ეკლესიაში (ძირითადად, გნოსტიკურ სექტაში) ითვლებოდა, რომ ადამის მეუღლე, ევამდე, ლილითი იყო. ის ადამთან ერთად შეიქმნა, მაგრამ მასზე უარი თქვა და სიკვდილის ანგელოზის სამაელის ცოლი გახდა. ამის შემდეგ ის ედემის ბაღიდან გააძევეს.

ებრაული და ქრისტიანული მითოლოგიის მიხედვით, სწორედ ლილითი გახდა დემონების დედა, სხვა წყაროების მიხედვით კი, ლილითის შვილები ნახევრად ადამიანები, — კენტავრი და მინოტავრი იყვნენ.

imageimageimageimageimageimageimage






1
1005
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1005
  
რაც არ აწყობს ეკლესიას და მის ბოსებს,მაშინ ის იკრძალება. 2000 წელი გავიდა და დღემდე არ კრძალავენ ჯვრის ტარებას და მის სიმბოლიზმად გამოყენებას. დასჯის,წამების და სიკვდილის სიმბოლო უფროა,ვიდრე ქრისტესი. ცნობილი ფაქტია,რომის იმპერიაში სასჯელად ჯვარზე გაკვრას ახდენდნენ და ქრისტიანები რეალიგიურ სიმბოლოდ იყენებენ. რა გამოდის,ქრისტე ჩამოხრჩობით რო დაესაჯათ,სახჩობელის ყლფი იქნებოდა სიმბოლო?! ყველას თავისი აზრი და რწმენა გააჩნია,მაგრამ სიმბოლიზმის გამოყენება უფრო აახლოებს ეკლესიას კერპთაყვანისმცებლობასთან. განსხავებულის მიუღებლობას ხო ქადაგებენ ბერნი ამა ქვეყნისანი და ის ავიწყდებათ,რომ ქრისტე განსხვავებულობის გამო დასაჯეს. რეალურად,კანის ფერის დამალვას რასიზმამდე მივყავართ და შეუძლებელია,ახლო აღმოსავლეთში დაიბადოს,გაიზარდოს ადამიანი და ის იყოს თეთრი ფერის. მსოფლიო ეკლესია ტყუილზე დგას და ტყუილს კი მოკლე ფეხი აქვს. ამიტომაც სჯიდნენ მოაზროვნე და განათლებულ ადამიანებს,რომლებსაც ეკლესიის მტრებს უწოდებდნენ. ამიტომაც წარმოიშვა სხვადასხვა მიმდინარეობა პროტესტანტების და ასევე,მონოფიზიტებად და დიოფიზიტებად ჯერ,მერე კათოლიკეებად და მართმადიდებლებად გაიყვნენ. როგორც მინიმუმ ყველა ცდება ერთის გარდა ან როგორც ვთქვი,ყველა.აშენებენ ეკლესიებს,ოქრის ფილებით მოპირკეთებულს,გუმბათიც ოქროსი აქვს ზოგ ტაძარს,მაგრამ ადამიანები შიმშილით კვდებიან. ეს არის დღეს ქრისტიანობა და ამას აკეთებენ ღმერთის,ქრისტეს სახელით.
0 1 1