x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
,,სილამაზე გვჭირდება იმისთვის, რომ მამაკაცებს ვუყვარდეთ, ხოლო სისულელე იმისთვის,რომ მამაკაცები შევიყვაროთ'' -ლეგენდარული კოკო შანელის ციტატები მამაკაცების, სილამაზის და სტილის შესახებ

ლეგენდარულმა ფრანგმა მოდელიერმა კოკო შანელმა 87 წელი იცოცხლა, მან მოდის სამყარო და ქალები სამუდამოდ და უკომპრომისოდ შეცვალა. აი ის რამდენიმე ფრაზა, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს და გაიაზროს:image



- ქალისთვის მთავარი გამუდმებით მუშაობაა. მხოლოდ სამუშაო აძლევს სიფხიზლეს სულს, ხოლო სული ნაწილობრივ ზრუნავს სხეულზეც.



- 20 წლის ასაკში ქალს აქვს სახე, რომელიც ბუნებამ უბოძა. 30 წლის ასაკში აქვს სახე, რომელიც თვითონ შექმნა, ხოლო 40 წლის ასაკში კი აქვს სახე, რომელიც დაიმსახურა.



-უფრთხილდით ორიგინალურობას, ქალთა მოდაში ორიგინალურობამ შეიძლება მასკარადში გადაგიყვანოთ.



- საკუთარი მოდის შექმნა მხოლოდ ახალგაზრდა ქალებს შეუძლიათ. შუახნის და ასაკში შესულმა ქალებმა კი გამეფებულ მოდას უნდა მისდიონ.



- იმისათვის, რომ შეუცვლელი იყოთ, გამუდმებით უნდა იცვლებოდეთ.

image


- მამაკაცებს მოსწონთ ქალები, რომლებსაც კარგად აცვიათ, და არა რომლებიც თვალში ზედმეტად ხვდებიან.



-თავის მოვლა გულიდან უნდა დაიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირი კოსმეტიკა ვერ დაგეხმარებათ.



- ნებისმიერ შემთხვევაში, მამაკაცის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ქალი არსებობს. დანარჩენები კი მხოლოდ მისი ჩრდილები არინ.



- ქალს, რომელსაც ღია ფერის ტანისამოსი აცვია, განწყობას ვერ გაუფუჭებთ



- სილამაზე გვჭირდება იმისთვის, რომ მამაკაცებს ვუყვარდეთ, ხოლო სისულელე იმისთვის, რომ მამაკაცები შევიყვაროთ.image


- მაქმანი- ბუნების ფანტაზიის ყველაზე ლამაზი იმიტაციაა. ხოლო მარგალიტი ყოველთვის მართალია.



-ქალებს შეცვლა სურთ. ისინი მართლები არ არიან. ბედნიერება მუდმივობაშია და იმასი, რომ საკუთარი თავი არ შეცვალოთ.



- ხელები ქალის სავიზიტო ბარათია, კისერი-მისი პასპორტი, ხოლო მკერდი საზღვარგარეთის პასპორტი.


-არის დრო მუშაობისთვის და დრო სიყვარულისთვის. სხვა დრო არ რჩება.



-ქალები როგორც წესი, უფრო დაკვირვებით ირჩევენ ღამის პერანგს, ვიდრე ქმარს.image


- მამაკაცებს ვაფასებ მათი ფულის დახარჯვის მანერით. არასოდეს არ გათხოვდეთ ისეთ მამაკაცზე, რომელსაც ხურდა ფულის საფულე აქვს.



-ქალებს შეუძლიათ უფლება მისცენ თავს, რომ სასაცილოები იყვნენ, რა თქმა უნდა ზოგიერთ ქალზე ვამბობ ამას. სასაცილო მამაკაცი კი არაფრის მომცემი ადამიანია, თუკი ის გენიოსი არ არის.



-თუკი იმის ქონა გინდათ, რაც არასდროს გქონიათ, უნდა გააკეთოთ ის, რაც არასდროს გაგიკეთებიათ.



- თუკი ქალი ღალატობს, არაა საჭირო რაიმე მიზეზის მოძებნა, საქმე გონებაში არაა, საქმე გრძნობებშია.



- ამბობენ, რომ ქალები ქალებისთვის იცვამენ, რომ მათ კონკურენტული სულისკვეთება მოსწონთ. მაგრამ, თუკი სამყაროში მამაკაცები რომ არ ყოფილიყვნენ, ქალები ჩაცმას საერთოდ შეწყვეტდნენ.image




- როდესაც არჩევანის გაკეთება გიწევთ მამაკაცსა და კაბებს შორის, კაბები აირჩიეთ.



- ლამაზი მამაკაცები არ უნდა არსებობდნენ, ულამაზოები კი არ არსებობენ. არსებობს მხოლოდ ცოტა ფერი და თბილი შამპანური.



-პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო სულელი და უნიჭოა მამაკაცი, მით უფრო მეტი პრეტენზია აქვს მას ქალთან.




-თავი შეიკავო, როდესაც გწყინს და სცენები არ მოაწყო, როდესაც გტკივა- აი ესაა იდეალური ქალი.



- კეკლუცობა გონების გამარჯვებაა გრძნობებზე.image



















0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0