საზოგადოება ქვეყნის ასატრიალებელი ასეთი გეგმა აქვთ!.. გამარჯობა მიშა! – ლალი მოროშკინა 2021, 24 იანვარი, 20:47 ჟურნალისტი და პიარსპეციალისტი ლალი მოროშოკინა სოციალურ ქსელში კორონავირუსის პანდემიის გამო გაგრძელებულ შეზღუდვებს ეხმაურება, რომელიც საქართველოს მთავრობამ 22 იანვარს მიიღო. . „მე ეს კინო ნანახი მაქვს! მაშინაც ვეუბნებოდი შევარდნაძეს ეს ხალხი მოიმატებს თქო, და მეურჩებოდა! მოკლედ ქვეყნის ასატრიალებელი გეგმა ასეთი აქვთ: / დღეს იწყებენ პროტესტს მართლა გამწარებული ადამიანები, (გაგეშვათ ეს ოხერი ტრანსპორტი!!!!) ხვალიდან ტრიბუნას ხელში იგდებენ პაჭა-პუჭა ოპოზიციონერები, ტუსოვკა, სასმელი, ტრალი-ვალი. ერთ კვირაში, ავან-სცენას იკავებენ ოპოზიციონერები, უკვე არა მხოლოდ შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, არამედ პარლამენტის დაშლის! . ამას ემთხვევა ის, რომ ბიუჯეტი არ დამტკიცდა არცერთი სპორტული ფედერაციისთვის (რატომ აჭიანურებთ ბიუჯეტის დამტკიცებას???) და ცხადია, მომიტინგეები მოითხოვენ სპორტსმენების, მწვრთნელების, სპორტული სკოლების, გვერდში დგომას, მერე ხელოვანი ადამიანების, რომლებიც მშივრები კვდებიან, მერე ჰორეკა (ჰოტელი რესტორანიკაფე) სექტორის, რომელიც სულს ღაფავს... გეცნობათ????? მე კი!!!! . ხოდა საბოტაჟი თუ არ არის, აბა რა ქვია ამ ამბავს? უფასო რჩევა!!!!!! დღესვე გააკეთეთ განცხადება, რომ 1-ლი თებერვლიდან ხსნით შეზღუდვებს!!!! გაუშვით ტრანსპორტი, მათ შორის საქალაქთაშორისო. გახსენით ყველა სავაჭრო ცენტრი, მოხსენით პირბადის ტარების აუცილებლობა ღია სივრცეში, მიეცით რესტორნებს მუშაობის უფლება და რაც მთავარია!!!!! მოაშორეთ აქაური და იქაური ეპიდემიოლოგები ეკრანებს!!!!! დაიწყეთ პოზიტიური სიუჟეტების დაკვეთა! სხვა შემთხვევაში, გამარჯობა მიშა!“- წერს ლალი მოროშკინა. 656 შეფასება არ არის
|