x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დასახელდა ავტომობილები,რომლებიც ყველაზე მალე იჟანგება
image

ცნობილმა რუსულმა ჟურნალმა "За рулем"-მა გამოაქვეყნა ავტოექსპერტების დასკვნა, მათ გამოავლინეს ის ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მალე იჟანგება.


მატერიალის მიხედვით, ყველაზე დაბალი ანტიკოროზიული დაცვით გამოირჩევა რუსული УАЗ-Patriot -ის ჯიპი. აღინიშნა, რომ ჟანგი ახალ ავტომობილებშიც კი გვხვდება, რომლებიც 2018 წლამდე არის წარმოებული.


ადვილად დაჟანგული ავტომობილების რეიტიგში თავს "იწონებს" ასევე რუსული წარმოების პირველი თაობის Lada Granta, რუმინულ-ფრანგული Renault Logan და Sandero, რომლებსაც შეიძლება ჟანგი გაუჩნდეს უკვე "ორიოდე ზამთრის" შემდეგ.



დაბალ ანტიკოროზიული დაცვის მქონე იაფ კროსოვერებს შორის გამოცემის ავტორებმა აღნიშნეს Skoda Yeti, ხოლო საშუალო ფასის სეგმენტიდან - იაპონური Mazda 6.


"სერიოზული დაზიანება უკვე შეიმჩნევა 6-7 წლის შემდეგ, 100 ათასი კმ. გავლის ის შემდეგ . ყველაზე სწრაფი დაჟანგვა ხდება ქვედა მხრიდან “, - ნათქვამია ტექსტში.

ასევე სიაში იყო Mercedes-Benz C-, E- და S კლასის, წარმოებული 2000-2005 წლებში. აღინიშნა, რომ მომდევნო წლებში გამოშვებული Mercedes-Benz-ს ეს პრობლემები აღარ შექმნია.


0
620
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
620
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0