x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პასუხები კითხვებზე, რომელიც თითქმის ყველას აინტერესებს

ბავშვობაში და შემდეგაც, ცხოვრების მანძილზე, გვიჩნდება კითხვები კატეგორიიდან – «რა, საიდან და რატომ?», რომელზეც პასუხს მაშინვე ვერ ვიღებთ, ხოლო შემდეგ გვავიწყდება, ხან კი პასუხის მოძებნა უბრალოდ გვეზარება, ან დრო არა გვაქვს... აქ გთავაზობთ პასუხებს ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე, რომელიც სავარაუდოდ, ცხოვრებაში ერთხელ, ყველას დაუსვამს:


image


რატომ არ გვეღუტუნება საკუთარ ღუტუნზე?


ჟურნალი Nature Neuroscience, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შემდეგ განმარტებას იძლევა: როგორც ცნობილია, მგრძნობელობითი ინფორმაციის აღქმაზე პასუხს თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების სომატური ქერქი აგებს. ხოლო, როდესაც საკუთარ თავს ვუღუტუნებთ, ღიზიანდება ნათხემიც. ის კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მოქმედების წინასწარმეტყველებას, ანუ რა სიგნალი გაჩნდება კანის ზედაპირზე, მოცემულ მომენტში. შემდგომში, ამ წინასწარმეტყველებას ტვინი იმისთვის იყენებს, რომ რეაგირება არ მოახდინოს შეხებაზე. ამიტომ არის, რომ საკუთარი თავის ღუტუნისას, ვერაფერს ვგრძნობთ.


შეიძლება, რომ ტვინში ინფორმაციისთვის ადგილი გამოილიოს?


თეორიულად, მეხსიერების ლიმიტი შეიძლება ამოიწუროს, თუმცა დღემდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. ჩვენი ტვინის მეხსიერება, დაახლოებით, 2 კვადრილიონი ბაითი ანუ 2 მლნ. GB -ია — თუ შევადარებთ ვიდეოკამერას, რომელიც დღე-ღამის მანძილზე ჩაწერას ახდენს, თან მაღალი ხარისხით, მაშინ ადგილი 300 წლის ჩანაწერისთვის იქნება.


რატომ არის, რომ ზოგიერთი ხმა ძალიან გვაღიზიანებს?


არსებობს უამრავი უსიამოვნო ხმა, რომელიც ადამიანის გაღიზიანებას იწვევს. მაგ., ბევრს დაფაზე ან მინაზე სხვა საგნის გასმის ხმა არ მოსწონს, ზოგს – ჩანგლის თეფშზე ხახუნი ან ჩიფსების და ვაშლის ჭამისას გამოცემული ხრამუნის ხმა, ზოგსაც – ჩვილის ტირილი.

ნიუკასლის ნერვოლოგიური უნსტიტუტის (Newcastle University, დიდი ბრიტანეთი) მეცნიერის Sukhbinder Kumar-ის აზრით, ეს რიაქცია ვითარდება ნუშისებრ კომპლექსში, ჩვენი თავის ტვინის 2 პატარა კერაში, რომელთანაც დაკავშირებულია ადამიანის ემოციები (დადებითი და უარყოფითი). შესაძლებელია, ეს რეაქცია – წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებული, გამაფრთხილებელი რეფლექსიც იყოს. ამიტომ არის, რომ მაღალი სიხშირის ბგერები ყოველთვის გვაღიზიანებს, რადგან ის ჩვენთვის ხიფათთან ასოცირდება.



რატომ გვაქვს დილით ცუდი სუნის და გემოს შ ეგრძნება პირის ღრუში?


ნერწყვი — პირის ღრუს ბუნებრივი დამცავია. ის კლავს და გადარეცხავს ბაქტერიებს და მათი ცხოველმყოფლობის პროდუქტს. ის ასევე ხსნის და ანეიტრალებს გოგირდოვან შენაერთებს, რომელსაც ცუდი სუნი და გემო აქვს. ამიტომ, რთული არ არის იმის მიხვედრა, რომ როდესაც ნერწყვს ვყლაპავთ, ყოველ ჯერზე, პირის ღრუს მილიონობით ბაქტერია სცილდება და საკვების ნარჩენი, რომლითაც ეს ბაქტერიები იკვებებიან. ხოლო დილით, ცუდი სუნი და გემო იმის გამო ჩნდება, რომ ღამე ნერწყვს იშვიათად ვყლაპავთ, შესაბამისად, მიკრობების განადგურება არ ხდება, — უფრო პირიქით, ღამის მანძილზე, ქუჩდება და იხრწნება.


რატომ ვიცინით სხვის წაქცევაზე?


აქ საუბარი ვინმეს მოულოდნელ ან სავსებით მოსალოდნელ დაცემაზეა — ისე, როგორც ფილმებში ხდება. სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივია, არაკონტროლირებული სიცილი — უბრალო ფსიქოლოგიური დაცვაა, მექანიზმი, რომლის ფორმირება, უსიამოვნებასთან შეჯახებისას, ადრეულ ბავშვობაში ხდება. ამ დაცვის ძირითადი ნიშანი — რეალობის და მოქმედების უარყოფა ან დამახინჯება არის გაუცნობიერებელ დონეზე.


რატომ არის, რომ ზოგიერთი სიმღერა აკვიატებად იქცევა და თავიდან ვერ ვიშორებთ?


ამა თუ იმ მელოდიის, თუ სიმღერის აკვიატების საფუძველი — ფსიქოლოგიურია. სიმღერა გონებაში იმ შემთხვევაში «იჭედება?», თუ მისი მოსმენის დროს, ადამიანი რაიმე სახის ემოციას განიცდის (მნიშვნელობა არა აქვს, დაკავშირებულია თუ არა ეს სიმღერის ტექსტთან ან მელოდიასთან). მოგვიანებით, მსგავსი ემოციების განცდის შემთხვევაში, ქვეცნობიერი «ზემოთ აგდებს» ამ განცდასთან ასოცირებულ მელოდიას.


როდის არის უკეთესი გადაწყვეტილების მიღება — დილით, თუ საღამოს?


ნეირომეცნიერება ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად პასუხობს – დილა. ძილის დროს თავის ტვინში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და მათ შორის ერთ-ერთი — დღის მანძილზე მიღებული ინფორმაციის კონსოლიდაცია არის.

ღამე ნერვული სისტემა განსხვავებულად მუშაობს: რადგან არ არსებობს ყურადღების გაფანტვის ფაქტორები, ის ყველაზე მოსახერხებელ მოკლე გზას პოულობს ნეირონებში იმპულსების მოძრაობისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ მაშინაც ვაგრძელებთ ფიქრს, როდესაც გვძინავს. ამიტომ, როდესაც ვიღვიძებთ, აზრები უკვე დალაგებულია და დილით მიღებული გადაწყვეტილება ბევრად უფრო კარგად არის მოფიქრებული.

საუკეთესო დრო გადაწყვეტილების მისაღებად, გაღვიძებიდან, 1-3 საათის პერიოდია, როდესაც ადამიანი დასვენებულია და თავს უფრო მხნედ გრძნობს, ვიდრე დღის დანარჩენ მონაკვეთში.

და კიდევ, კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები ყველაზე კრეატიულები სამუშაო საათების შუა ნაწილში, – 11-დან – 15 სთ-მდე პერიოდში არიან. დროის ამ მონაკვეთში ყველაზე კარგი იდეები შეიძლება რომ დაიბადოს.


როგორ გვსუსხავს ჭინჭარი?


ჭინჭრის ფოთლებზე და ღეროზე პატარა ზომის ძაფისებური წანაზარდებია (ბუსუსი), რომლებიც უფრო ახლო მანძილზე დაკვირვების შემთხვევაში, ეკლებს წააგავს. თითოეული ეკლის თავში მოთავსებულია კაფსულა, რომელშიც სამი თხევადი ელემენტის ნაზავია: ჭიანჭველამჟავა, ჰისტამინი და ვიტამინი – В4. დასუსხვის შეგრძნება, ქავილი და კანის მსუბუქი ფორმის ანთება იმიტომ ჩნდება, რომ მასთან შეხებისას, კაფსულები სკდება და მასში მოთავსებული სითხე კანის ზედაპირზე ხვდება. ხოლო, ქავილს, კანის გაღიზიანებას და გაწითლებას, ჭიანჭველამჟავა იწვევს.


რატომ ხრიან ძაღლები გვერდზე თავებს, როდესაც ველაპარაკებით?


შინაური ცხოველები ძალიან კარგად ხვდებიან სიგნალებს და უმნიშვნელო ცვლილებებს ჩვენს გამომეტყველებაში, ხმის ტემბრში. ასე რომ, როდესაც ვეჩხუბებით დაღეჭილი ფეხსაცმლის გამო ან ვეკითხებით ღიმილით, უნდა, თუ არა, სასეირნოდ წასვლა, ის თავს ხრის, თუ კარგად ვერ გაარჩია ხმის ტონი ან სახის გამომეტყველება ვერ შეაფასა. სწორედ ამიტომ აქვთ მათ ასე განვითარებული ემპათია (თანაგრძნობის უნარი). როდესაც პატრონსა და ძაღლს შორის ნდობა, ურთიერთგაგება და სიყვარული დიდია, ძაღლს შეუძლია მიხვდეს, თუ როგორ ხასიათზეა პატრონი, შეუძლია მასთან ერთად მოიწყინოს და იტიროს კიდეც.


რატომ უყვართ კატებს ნივთების გადმოყრა?


დოკ. ელენ უაიტლის წიგნის – «კატების» მიხედვით, ეს მავნე ქმედება — რეალურად, მტაცემლის ინსტინქტის გამოვლენა არის. როდესაც კატა თათებით ნივთს ბიძგს აძლევს და ძირს აგდებს, შინაგანად იმედი აქვს, რომ ეს ნივთი განძრევა და მასზე ნადირობის შანსი ექნება. ამ ქმედების კიდევ ერთი ახსნა, შეიძლება, პატრონისგან ყურადღების ნაკლებობა იყოს და როდესაც ის ხვდება, რომ იატაკზე რამის გადმოგდებით და ხმაურით მის ყურადღებას იქცევს (პატრონი მიდის და ნივთს იღებს), ის იმ დასკვნამდე მიდის, რომ ეს კარგი საშუალებაა ყურადღების მისაქცევად.


რატომ არის ფეხით მოსიარულეთათვის მოწყობილ გადასასვლელზე – «ზებრა» და არა სხვა რამე?


დაუჯერებელია, მაგრამ აღნიშნული გადასასვლელი, მინიმუმ, 2 000 წლის მაინც არის. ის რომაელებმა გამოიგონეს და გათვლილი იყო, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ისე ეტლით მოსარგებლეთათვის.

ძველ რომში ქუჩები ძალიან იყო დაბინძურებული, რადგან ტრანსპორტის ერთადერთ სახეობას ცხენი და მასში შებმული ეტლი წარმოადგენდა. ამიტომ, ქუჩაზე გადასვლისას, ფეხით მოსიარულეებს ფეხსაცმელი რომ არ დასვროდათ, ქუჩებში ბრტყელი ქვები ისე იყო განლაგებული, რომ ეტლის თვლები, რომელთა შორის დაშორება სტანდარტული იყო, ზუსტად ქვებს შორის ხვდებოდა.

რაც შეეხება თანამედროვე «ზებრას», ის პირველად დიდ ბრიტანეთში, 1951 წლის 31 ოქტომბერს, ქ. სლოუში გამოჩნდა. წყაროების უმრავლესობის თანახმად, სწორედ იქ მოხდა ქუჩებზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების თეთრი ფერის ზოლებით გაფორმება.

სიახლე ყველას მოეწონა და მალე ბრიტანელებს სხვებმაც მიბაძეს:

გერმანიაში «ზებრა» 1953 წლის სექტემბერში გამოჩნდა და უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყანაში ფეხით მოსიარულეებს უფლება აქვთ, გზა მხოლოდ «ზებრაზე» კი არა, ნებისმიერ ადგილზე გადაკვეთონ, თუ საამისოდ შესაფერისი სატრანსპორტო სიტუაცია იქნება და იმ ადგილზე სპეციალური შეზღუდვის რაიმე ნიშანი არ არის.

ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში და კანადაში, «ზებრა» 50-იანი წლების ბოლოსთვის უკვე იყო, ხოლო სსრ კავშირში, – მხოლოდ 60-იანი წლების შუა პერიოდში გამოჩნდა, რადგან ავტომობილების სიმცირის გამო, მისი საჭიროება არ არსებობდა.

imageimageimageimageimageimageimage






0
100
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0