დონიელ ლუნა, სწორედ ასე ერქვა მოდის სამყაროს ლეგენდას თავის დროზე. მას თვით სალვადორ დალიც კი აღმერთებდა და “ნეფერტიტის" ეძახდა. ქალი 60-70 იან წლებში ნამდვილი სუპერმოდელი იყო, იმისდა მიუხედავად, რომ ეს ტერმინი შედარებით გვიან შემოიღეს.
სწორედ დონიელი იყო პირველი შავკანიანი მოდელი, რომელმაც ცნობილი Vogue ის გარეკანი დაამშვენა, და არა ბევერლი ჯონსონი, ან მითუმეტეს ნაომი კემპბელი.
მოდელის ნამდვილი სახელია პეგი ენ ფრიმანი, ის აშშ-ში, 1945 წლის 1 იანვარს დაიბადა. სამოდელო კარიერა უკვე 19 წლის ასაკში დაიწყო. ერთი წლის შემდეგ კი მისი ფოტები გამოჩნდა ჟურნალ Harper's Bazaar-ში.
დონიელი გახდა პირველი წარმატებული შავკანიანი მოდელი. სწორედ მან გაუხსნა გზა სხვა ფერადკანიან გოგონებს მოდის სამყაროში შემოსასვლელად. ის უნიკალური, ყველასგან განსხვავებული იყო, ამიტომაც უნდოდა მოდელთან მუშაობა ყველას. ამერიკულმა გამოცემამ ვოგის გარეკნის გამოსვლის შემდეგ 1966 წელს “ლუნას წელი" ("The Luna Year") დაარქვა. ამ მოდელის სახელი დღეს ყველას ეცოდინებოდა რომ არა ერთი რამ, 34 წლის ასაკში ქალი ჰეროინის ზედოზირების გამო გარდაიცვადა, მისი სახელი კი მალევე მიივიწყეს.