x
image
კატაპულტი
Apple– ის საათს შეუძლია კორონავირუსი სიმპტომების გამოვლენამდე შეიცნოს
კიდევ ერთი მიღწევა კოვიდ-19-თან ბრძოლაში – Apple-ის საათს შეუძლია კორონავირუსი ადრეულ ეტაპზე გამოავლინოს.image

ნიუ-იორკში ჩატარებულმა კვლევებმა და ექსპერიმენტებმა ცხადყო, რომ ჭკვიანი საათები კორონავირუსის არსებობას პულსის ცვლილების წყალობით ადგენენ. კვლევაში მონაწილეობდა 300 ექიმი. ისინი აღჭურვილი იყვნენ ხსენებული საათებით და აწარმოებდნენ აღწეას პაციენტებში პულსის ცვლილების მიხედვით. შედეგად ცნობილი გახდა, რომ საათები ჭკვიანი საათები პულსის საგრძნობ ცვლილებას აფიქსირებენ კორონავირუსის ტესტზე დადებით პასუხამდე 7 დღით ადრე.

კვლევის ხელმძღვანელები თვლიან, რომ ეს მნიშვნელოვანი იარაღი იქნება მომავალში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ინფიცირების ადრეული დადასტურება, მნიშვნელოვნად შეამცირებს ვირუსის სხვა ადამიანებზე გადადებას. გარდა ამისა, ხშირია ისეთი პაციენტები, რომლებიც ასიმპტომურები არიან, თუმცა ისინი ჩვეულებრივად არიან ვირუსის გადამტანები.

აღნიშნული შედეგები დაადასტურეს სტენფორდის უნივერსიტეტშიც, იმ განსხვავებით, რომ ჭკვიანმა საათებმა ვირუსი 9 დღით უფრო ადრე გამოავლინეს, ვიდრე სპეციალურმა ტესტებმა.


კვლევების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ორი ექსპერიმენტში მკვლევარებმა გამოიყენეს საკუთარი აპლიკაცია მონაცემების შესაგროვებლად. ისინი არანაირ ნიშანს არ იძლევიან კორონავირუსის არსებობის თაობაზე.

კომპანია Apple, სავარაუდოდ, უკვე მუშაობს შესაბამისი აპლიკაციის შექმნაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ჭკვიანი საათის მომხმარებლებს ადრეულ ეტაპზე გამოავლინონ ვირუსით დაინფიცირება.


ასევე საინტერესოა:

ახალი ტიპის დაავადება მედიკოსების თავსატეხი ხდება – გველოდება თუ არა ახალი პანდემია?!

*

იქნება თუ არა კორონავირუსზე აცრა იძულებითი?!

*

როგორია ყველაზე უსაფრთხო პაროლი ინტერნეტ სივრცეში?! ( 5 სასარგებლო რჩევა)

*

საშიშია თუ არა სმარტფონის სწრაფი დატენვა?! –ყველაფერი, რაც დამტენებზე უნდა იცოდეთ

0
44
6-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0