ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი როგორია ყველაზე უსაფრთხო პაროლი ინტერნეტ სივრცეში ?! ( 5 სასარგებლო რჩევა) 2020, 5 თებერვალი, 22:41 კარგ პაროლს შეცვლა არ სჭირდება, მაგრამ როგორია საუკეთესო კომბინაცია, რომელსაც გამოვიყენებთ?!
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ უსაფრთხოების მიზნით, პაროლი ხშირად უნდა შეიცვალოს, თუმცა ამ სტატიაში თქვენ გაიგებთ იმ 5 სასარგებლო რჩევის შესახებ, რომელიც საიმედო პაროლის შექმნაში დაგეხმარებათ.
1. გამოიყენეთ სიმბოლოების კომბინაცია, როგორც პაროლი.
ყველაზე დაცული პაროლი შედგება დიდი და პატარა ასოებისაგან და ასევე ციფრებისაგან. თუმცა მსგავსი პაროლის ექსპრომტად მოფიქრების შემთხვევაში, ძნელი იქნება მისი სამომავლოდ დამახსოვრება. ამიტომ ასეთი კომბინაციის შედგენისას, უმჯობესია შეადგინოთ წინადადება, რომლის სიტყვების პირველი ასოები იქნება პაროლი, მაგალითად, ME MIYVARS YAVA 2 KOVZI SHAQRITA da vaflit, ამ შემთხვევაში პაროლი იქნება MMY2KS+v. დამეთანხმებით ალბათ, ამ პაროლის დამახსოვრება უფრო ძნელია, ვიდრე მთლიანი წინადადების. 2. შეადგინეთ რაც შეიძლება გრძელი პაროლი, ასე უფრო გაურთულდებათ ჰაკერებს მისი ამოხსნა. 3. ნუ გამოიყენებთ ყველგან ერთსა და იმავე პაროლს. რაც არ უნდა კარგი პაროლი გქონდეთ, ნუ გამოიყენებთ ყველგან მას - FACEBOOK-ზე, ელექტრონული ფოსტისთვის, საბანკო ბარათისათვის და სხვა. 4. საგულდაგულოდ შეინახეთ პაროლები. მხოლოდ კარგი კომბინაციის მოფიქრება არ კმარა, პაროლი კარგადაც უნდა შეინახოთ, თორემ ყველაფერი ამაო გამოდგება. 5. ორმაგი ავტორიზაცია. ინტერნეტ სივრცეში უმჯობესია გამოიყენოთ ორმაგი ავტორიზაცია. მაგალითად, პაროლის შეყვანის შემდეგ, მობილური ტელეფონით მისი დადასტურება. გთხო3თ, AIRჩიოთ უსაფრთXო პარOლI 236 4-ს მოსწონს
|