x
image
კატაპულტი
რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1 თებერვლიდან და რა იქნება 1 მარტიდან?!
image
რამდენიმე საათის წინ გაიმართა საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგი, რომელზეც ცნობილი გახდა იმ შეზღუდვების სია, რომლებიც 1 თებერვლიდან შემსუბუქდება ან საერთოდ მოიხსნება. საუბარი შეეხო ასევე 1 მარტისათვის დაგეგმილ ცვლილებებს.


პირველი ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 5 დიდ ქალაქში - ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1 თებერვლიდან აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების მუშაობა, გარდა შაბათ-კვირისა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში აღდგება მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა, გარდა შაბათ-კვირისა. საქართველოს ყველა ქალაქში სხვდასხვა ღია და დახურული ტიპის ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან. 1 თებერვლიდან კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება აჭარაში.

1 მარტისათვის იგეგმება მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავება თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, ასევე, სავარაუდოდ, აღდგება სწავლა როგორც ამ ქალაქების სკოლებში, ასევე საქართველოს მთლიანი მასშტაბით. დაგეგმილია ასევე პროფ-სასწავლებლებისა, უმაღლეს სასწავლებლებისა და საბავშვო ბაღების 1 მარტიდან ამუშავება.

საქართველოს მთელი მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა 1 მარტამდე არ განიხილება და ის კვლავაც დარჩება 21:00 საათიდან 05:00- საათამდე. ასევე შენარჩუნდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა.


მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებების განხორციელება შეიძლება შეიცვალოს ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად.

ბრიფინგის პირდაპირი ეთერის ფეისბუქ გვერდზე არსებული კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საზოგადოებას ყველაზე მეტად საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ბაღებისა და სკოლების დროული ამუშავების მოთხოვნა აქვს.


ასევე საინტერესოა:

როგორ მოვუაროთ ჩვენს პირბადეებს? – ასე ისინი უფრო მეტად უსაფრთხო და ახალივით იქნება

*

პირბადის ტარებისას სათვალე გეორთქლებათ?! – ეს სტატია თქვენთვისაა

*

დაიწყება თუ არა მოქალაქეებზე მსოფლიოს მასშტაბით იმუნიტეტის მოწმობების გაცემა

0
16
6-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0