x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
პროდუქტები, რომელთა მირთმევა სასარგებლო სულაც არ არის

image
თუკი ჯანსაღი ცხოვრების წესი მოგწონთ და ფიგურასაც უფრთხილდებით, მაშინ ეს პროდუქტები რაციონიდან ამოიღეთ:


ბანანის ჩირი- არსებითად ის უბრალოდ ჩიპსია და არაფრით განსხვავდება კარტოფილის ჩიპსისგან. მასაც წვრილად ჭრიან, ძალიან ბევრ ზეთში წვავენ და შაქრიან სიროფში ავლებენ.image


უცხიმო რძის პროდუქტები- დიეტის დროს ძალიან პოპულარულია უცხიმო რძის პროდუქტები, რომლებიც არც თუ ისე დიეტურია, როგორიც გგონიათ. საქმე იმასია რომ როდესაც ტექნოლოგიური ან ქიმიური მეთოდებით პროდუქტ ს ცხიმს აშორებენ, გემოს მისანიჭებლად ამატებენ სხვადასხვა საკვებ დანამატებს. გარდა ამისა, ამგვარი პროდუქტების შენახვის ვადის გასაზრდელად, მწარმოებლები ამატებენ ტრანსცხიმებს, ხელოვნურად სტაბილიზებულ ცხიმებს, რომლებიც, მრავალი კვლევის თანახმად, ზრდის ქოლესტერინის დონეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო პროდუქტი ნაკლებად კალორიულია, სხვადასხვა ქიმიური დანამატების წყალობით, ის მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე.image


მიუსლი- გემოს გასუმჯობესებლად მას მცენარეულ ცხიმებს და შაქარს უმატებენ, რაც დიეტური და სასარგებლო ნამდვილად არ არის. 100 გრამ პროდუქტში დაახლოებით 400 გრამი კალორიაა. ამას ბევრად სჯობს დილით თქვენს საყვარელ ბურღულეულს შეურიოთ ჩირი და თხილეულობა.image


გადამუშავებული ხორცი- ესენია სოსისები, ნახევარფაბრიკატები, კონსერვები. დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ასეთი საკვები რაციონიდან მთლიანად გამოირიცხოს, რადგან მარილის, კონსერვანტების, არომატიზატორების და სხვა "ქიმიკატების" წარმოუდგენელი რაოდენობის გარდა, ისინი შეიცავს მავნე ცხიმებს, რომლებიც ზრდის სისხლში ქოლესტერინის დონეს, ასევე, შესაძლებელია ჭარბი წონის და გულის დაავადების მიზეზიც გახდეს.image


მაიონეზი, კეტჩუპი და სხვა ამგვარი სოუსები- მაიონეზი ნამდვილი რეკორდსმენია მავნე სოუსებს შორის, თუმცა მისი სახლში მომზადებისთვის მხოლოდ 4 პროდუქტია საჭირო: მცენარეული ზეთი, ძმარი, კვერცხი და სანელებლები.image


მარგარინი- არსებითად, მარგარინი არის ხელოვნური ცხიმი, რომელიც წარმოიქმნება წყლის, ემულგატორების და, რაც მთავარია, მცენარეული ცხიმების საფუძველზე, რომლებიც ძირითადად გენმოდიფიცირებული სოიოსგან მიიღება. მარგარინის მავნებლობა ასევე დიდწილად განპირობებულია იმით, რომ იგი შეიცავს ტრანსცხიმებს, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვით, ზრდის ქოლესტერინის დონეს და ასტიმულირებს გულის დაავადებების განვითარებას.image





0
367
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0