
ცნობილი ფაქტია, რომ ქორწინებები ჰოლივუდში უმეტეს შემთხვევასი არ ამართლებს, განსაკუთრებით კი მაშნ, თუ ორივე ცნობილი ადამიანია. განსხვავებული გრაფიკები, მივლინებები და სტრესი, ყველაფერი ეს ხელს უწყობს ოჯახის დანგრევას, ხოლო თუ საქმეში მესამე ზედმეტი ერევა, მაშინ უკვე ყველაფერი მარტივი წარმოსადგენია:
ანჯელინა ჯოლი- მსახიობმა ბრედ პიტი “მისტერ და მისის სმიტების" გადაღებებზე გაიცნო, იმ პერიოდში პიტი წლების განმავლობაში ჯენიფე ენისტონს ხვდებოდა.
კლერ დეინსი- “სამშობლოს" ვარსკვლავმა კლერ დეინსმა მსახიობი ბილი კრადაპი მის ორსულ შეყვარებულს წაართვა, რომელსაც 8 წელი ხვდებოდა.
დენიზ რიჩარდსი- მსახიობმა Bon Jovi-ს გიტარისტი რიჩი სამბორი საკუთარ მეგობარს წაართვა.
ემბერ ჰერდი- ჯონი დეპმა ახალგაზრდა მსახიობის გამო ვანესა პარადი და 2 შვილი მიატოვა, რასაც სავარაუდოდ ახლა ძალიან ნანობს. წყვილი ერთმანეთს ოჯახურ ძალადობაში სდებს ბრალს და სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
მარლა მეიპლსი- მოდელმა დონალდ ტრამპის პირველი ქორწინება დაანგრია. მის გამო ტრამპმა შვილები და ივანა ზელნიჩკოვა მიატოვა.
ბრიტნი სპირსი- მომღერალმა კევინ ფენერლაინი მსახიობ შარ ჯეკსონს წაართვა, რომელიც იმ დროს მეორე შვილზე იყო ორსულად. წყვილს 2 ვაჟი შეეძინა ქორწინებიდან, მაგრამ 2 წელიწადში ერთმანეთს დაშორდნენ. ფედერლაინი სპირსისგან დღემდე ალიმენტებს ითხოვს.
კარლა ბრუნი- მოდელი თინეიჯერობის ასაკიდან იყო შეყვარებული მიკ ჯაგერზე. სამოდელო კარიერის დაწყების შემდეგ მან რომანი გააბა ცნობილ გიტარისტ ერიკ კლეპტონთან, მისი საშუალებით კი მიკ ჯაგერი გაიცნო, რომელიც იმ დროისთვის მსახიობ ჯერი ჰოლზე იყო დაქორწინებული. ბრუნის გამო ცოლს დაშორდა, მათი რომანი კი 8 წელი გაგრძელდა.
ერინ ბარი- სილამაზე და ცნობადობა ვერ დაეხმარა ევა ლონგორიას ოჯახის შენარჩუნებასი, კალათბურთელმა ტონი პარკერმა საკუთარი თანაგუნდელის ცოლთან, ერინ ბართან გააბა რომანი. ეს ოჯახები ერთმანეთს ემეგობრებოდნენ კიდეც.
მირანდა ლამბერტი- მომღერალმა ბლეიკ შელტონთან რომანი მაშინ გააბა, როდესაც მამაკაცი დაქორწინებული იყო. შემდგომში ისტორია განმეორდა, ოღონდ ლამბერტის სასარგებლოდ არა. დღეს შელტონი მომღერალ გვენ სტეფანის ხვდება.
ალიშა ქიზი- მომღერალმა რომანი გააბა რეპერ Swizz Beatz სთან, როდესაც ის დაქორწინებული იყო.
ქლოი კარდაშიანი- რეალითი შოუს ვარსკვლავამა რომანი French Montana სთან გააბა, როდესაც ის მომღერალ ტრინას ხვდებოდა.